ნოდარ მელაძე - ინტენსიურად ეძებდნენ ჩემი გათავისუფლების საბაბს, თუმცა ამ საბაბის მოძებნა ძალიან გაუჭირდათ

ეძებდნენ საბაბს და ძალიან ინტენსიურად, რომ ჩემი სამსახურიდან გათავისუფლების გადაწყვეტილება მიეღოთ, ამის შესახებ „რუსთავი2“-ის საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობიდან გათავისუფლებულმა ნოდარ მელაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მელაძის თქმით, მან სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე პაატა სალიას ბრიფინგამდე რამდენიმე წუთით ადრე, თავად სალიასგან შეიტყო.

„ერთი თვე და ორი დღე მოვახერხეთ. პირადად მე შევძელი შემენარჩუნებინა „კურიერი“ ისეთი, როგორიც იყო. 2 წელი და რამდენიმე თვე ვიმუშავე, „რუსთავი 2“-ის საინფორმაციო სამსახურის ხელძღვანელად და არასრული 6 წელი „რუსთავი 2“-ში. ეს არის ჩემთვის ყველაზე საამაყო პერიოდი ჩემს სატელევიზიო კარეიერაში. ძალიან მიმძიმს ახლა „კურიერზე“ საუბარი წარსულ დროში, რადგან ბოლო 2 წლისა და რამდენიმე თვის განმავლობაში, მთელი ჩემი ენერგია, მთელი ჩემი დრო ჩავდე იმაში, რომ „კურიერი“ ყოფილიყო ისეთი, როგორიც არის - #1 საინფორმაციო გამოშვება საქართველოში. სწორედ ჩემი ხელმძღვანელობის პერიოდში იყო „კურიერის“ ისტორიული, პიკური რეიტინგები, რაც ადასტურებს, რომ ჩვენ ვქმნიდით პროდუქტს, რომელიც საზოგადოების მოწონებას და ნდობას ემსახურებოდა.

დღეს პაატა სალიამ დამიძახა და მითხრა, ბრიფინგამდე რამდენიმე წუთით ადრე, რომ მე ვარ გათავისუფლებული სამსახურიდან და ეს არის ქიბარ ხალვაშის გადაწყვეტილება. რა თქმა უნდა, ეს არ იყო დღეს მიღებული გადაწყვეტილება, ისინი ეძებდნენ საბაბს და ძალიან ინტენსიურად, რომ ჩემი სამსახურიდან გათავისუფლების გადაწყვეტილება მიეღოთ. თუმცა, ძალიან გაუჭირდათ ამ საბაბის მოძებნა“, - აცხადებს მელაძე.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს