დედოფლისწყაროს ახალი სპორტული მოედანი და სკვერი ექნება

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერის, ნიკოლოზ ჯანიაშვილის განცხადებით, ადგილობრივმა ხელისუფლებამ დედოფლისწყაროელ ახალგაზრდებს კიდევ ერთი საჩუქარი გაუკეთა და ახალ სასწავლო წელს ქალაქი დედოფლისწყარო ახალი, მრავალფუნქციური სტადიონით შეხვდება. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტიდან აცნობეს.

მათივე ცნობით, ბარათაშვილის ქუჩაზე მინი სპორტული მოედნისა და საბავშვო-გასართობი პარკის მოწყობა დასკვნით ეტაპზეა. პროექტის ფარგლებში მოეწყობა ფეხბურთის, ფრენბურთისა და კალათბურთის მოედნები, საბავშვო-გასართობ სექტორში კი დამონტაჟდება ატრაქციონები.

„მუნიციპალიტეტის ხელისუფლების უმთავრესი პრიორიტეტი მომავალ თაობაზე ზრუნვაა. ახალგაზრდებისთვის სპორტული და გასართობი ზონების მოწყობა მომავალშიც გაგრძელდება. აღნიშნული პროექტიც ამ გეგმის ნაწილია“, - აღნიშნა ნიკოლოზ ჯანიაშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო