სიღნაღის მუნიციპალიტეტში საჯარო სკოლების რეაბილიტაცია მიმდინარეობს

სიღნაღის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების რეაბილიტაცია უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ სიღნაღის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, საჯარო სკოლებში სველი წერტილების, გათბობის სისტემის, წყალსარინი და სამარაგო რეზერვუარების რეაბილიტაცია სასწავლო წლის დაწყებამდე დასრულდება, ხოლო 5 საჯარო სკოლაში სპორტული დარბაზები მოეწყობა.

„2019 წელს სიღნაღის მუნიციპალიტეტის 14 საჯარო სკოლაში სხვადასხვა სახის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს, რომლისთვისაც სახელმწიფოს ბიუჯეტიდან 480 000 ლარია გამოყოფილი.

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, განათლების სამინისტრომ სკოლებში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების უფლებამოსილება დელეგირების წესით ადგილობრივ თვითმართველობას გადასცა.

2020 წელს სკოლების რეაბილიტაცია გაგრძელდება“, - ნათქვამია მუნიციპალიტეტის ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა