ბათუმში 22 წლის ბიჭი დაუზუსტებელი სუბსტანციის ტოქსიური ეფექტის დიაგნოზით გარდაიცვალა

ბათუმში 22 წლის ახალგაზრდა გარდაიცვალა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ „მედ ცენტრში“ განუცხადეს, კლინიკაში ორი გოგო და კომატოზურ მდგომარეობაში მყოფი ბიჭი გუშინ, გამთენიისას შეიყვანეს.

“19 აგვისტოს, გამთენიისას, 05:05 საათზე სასწრაფო დახმარების ბრიგადამ შემოიყვანა ორი გოგონა და ერთი ბიჭი. გოგონები უკვე გავწერეთ, 22 წლის ბიჭი კი კომატოზურ მდგომარეობაში იყო და გარდაიცვალა. ის მაშინვე გადაიყვანეს მართვით სუნთქვაზე, დაისვა დიაგნოზი: დაუზუსტებელი სუბსტანციის ტოქსიური ეფექტი. პაციენტს შესაბამისი პირველადი მკურნალობა ჩაუტარდა, გადაუღეს კომპიუტერული ტომოგრაფია, მაგრამ მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა, სიკვდილის მიზეზი გულსისხლძარღვთა მწვავე უკმარისობა იყო. პაციენტი 17:02 საათზე გარდაიცვალა”, - განუცხადეს „მედ ცენტრში“ „ინტერპრესნიუსს“.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა