ნიკა გვარამია „რუსთავი 2“-ის თანამშრომლებს - დარჩენა თუ გინდათ, ღიად უნდა თქვათ, რომ რჩებით ივანიშვილის ტელევიზიაში - გეყოფათ მაიმუნობა

დარჩით, იქნებით ბიძინას ტელევიზიის თანამშრომლები. არავის არ გვადარდებს, სადაც გინდათ, იქ იყავით, - ამ სიტყვებით „რუსთავი 2“ -ის ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ ამავე ტელეკომპანიის თანამშრომლებს იმ ნაწილს მიმართა, ვინც ტელეკომპანიაში დარჩება. მისი თქმით, მათ ვისაც ამ არხზე დარჩენა უნდა, პირდაპირ უნდა თქვან, რომ ბიძინა ივანიშვილის ტელევიზიაში რჩებიან.

„დარჩით, იქნებით ბიძინას ტელევიზიის თანამშრომლები. არავის არ გვადარდებს, სადაც გინდათ, იქ იყავით. თქვენს პრემიებსაც ამოვიღებთ და დაგითვლით, რა პრობლემაა, მაგრამ დარჩენა თუ გინდათ, ღიად უნდა თქვათ, რომ რჩებით ბიძინა ივანიშვილის ტელევიზიაში. გეყოფათ მაიმუნობა,“ - განაცხადა ნიკა გვარამიამ ჟურნალისტებთან საუბრისას.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა