კახა კალაძე მიიჩნევს, რომ მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძისთვის ანგარიშების დაყადაღებას ანაკლიის პორტთან და პოლიტიკაში მოსვლაზე განცხადებასთან კავშირი არ აქვს

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძისთვის საბანკო ანგარიშების დაყადაღებას არც ანაკლიის პორტის მშენებლობასთან და არც მათ პოლიტიკაში მოსვლაზე გაკეთებულ განცხადებასთან კავშირი არ აქვს. როგორც კალაძემ ჟურნალისტებს საკითხის კომენტირებისას განუცხადა, გამოძიება გაცილებით ადრე იყო დაწყებული, ვიდრე აღნიშნული პირები პოლიტიკაში მოსვლის თაობაზე განცხადებას გააკეთებდნენ.

„გამოძიება ცოტა ადრე იყო დაწყებული და პოლიტიკაში მოსვლაზე განცხადება ცოტა მოგვიანებით. ასე რომ, დაველოდოთ გამოძიებას, არის კონკრეტული თემა, რასაც ედავება პროკურატურა და ვნახოთ. ამას არანაირი კავშირი არ აქვს ანაკლიის პორტთან",- განაცხდა კალაძემ.

შეგახსენებთ, რომ ინფორმაცია საბანკო ანგარიშების დაყადაღების შესახებ მამუკა ხაზარაძემ გაავრცელა. როგორც ხაზარაძე წერს, მისი და ბადრი ჯაფარიძის ყველა საბანკო ანგარიში დაყადაღდა, რაც იმას ემსახურება, რომ მოხდეს მათ მიერ დაანონსებული საზოგადოებრივი მოძრაობის და ყველა მიმდინარე დასაფინანსებელი საქველმოქმედო და ბიზნეს პროექტის, მათ შორის ანაკლიის პორტის საბოლოოდ გაჩერება.

ამასთან, პროკურატურის განმარტებით, „სასამართლოს ხაზარაძის და ჯაფარიძის საბანკო ანგარიშებზე დანაშაულებრივი გზით მოპოვებული 16 664 000 დოლარის ეკვივალენტის ქონების დაყადაღების შუამდგომლობით“ მიმართეს.

იხილეთ ვიდეო

პეტერ ფიშერი - ჩვენ არ ვართ რეჟიმის შემცვლელი აგენტები, არ გვადარდებს, ვინ მართავს საქართველოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.02.2026
მარინე ჩიტაშვილი - რეალურად, არ იქმნება საშუალება, რომ კვლევაზე დაფუძნებული სწავლება განვითარდეს, ეს საქართველოს მასშტაბით ერთროულად უმაღლესი განათლების და კვლევითი პოტენციალის მკვლელობაა
როგორ ნერგავს Merlons-ი ევროპული ცხოვრების სტანდარტს საქართველოში
m²-მა და LIB.GE-მ ღონისძიებების სერია - „გაბედე“ წარადგინა
სპორტული მენეჯმენტის ახალი ერა საქართველოში: Johan Cruyff Institute საერთაშორისო კურსები თბილისში
უსაფრთხო ინტერნეტი: რჩევები საბანკო ასოციაციისგან მშობლებს, მოზარდებსა და სკოლებს
„არქის“ თანაორგანიზებით უძრავი ქონების საერთაშორისო ფორუმი ჩატარდა