კასპში, სოფელ კოდისწყაროში 60 მოსწავლეზე გათვლილი საჯარო სკოლის სამშენებლო სამუშაოები დაიწყო

კასპის მუნიციპალიტეტში, სოფელ კოდისწყაროში 60 მოსწავლეზე გათვლილი საჯარო სკოლის სამშენებლო სამუშაოები დაიწყო.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ კასპის მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს, სკოლის მშენებლობას მუნიციპალური ფონდის მიერ გამოცხადებულ ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული შპს „ჯავა“ ახორციელებს. სამუშაოების ღირებულება 1 123 577 ლარია.

მათივე ინფორმაციით, თანამედროვე სტანდარტებით აშენებულ და კეთილმოწყობილ სკოლაში, გამყოფი ხაზისპირა სოფლებში მცხოვრები ბავშვები ისწავლიან.

„მიმდინარე წელს კასპის მუნიციპალიტეტში, ახალი სკოლები სოფელ წინარეხსა და ქვემო გომში აშენდება“, - აღნიშნა კასპის მუნიციპალიტეტის მერმა მანუჩარ მერებაშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა