ანაგაში წყლის სისტემის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ანაგაში წყლის სისტემის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ანაგაში წყლის სისტემის რეაბილიტაცია დასასრულს უახლოვდება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ სიღნაღის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს, სარეაბილიტაციო სამუშაოების ჯამური ღირებულება 350 141 ლარია და წყლის სისტემის სათავე-ნაგებობის შემკრების, სამარაგო რეზერვუარების, საქლორატოროსა და მაგისტრალური ქსელის მოწყობას ითვალისწინებს.

მათივე ინფორმაციით, პროექტი ოქტომბერში დასრულდება და მოსახლეობის წყალმომარაგება მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება.