შიდა ქართლში პესტიციდების და აგროქიმიკატების 17 სარეალიზაციო ობიექტი დაჯარიმდა

შიდა ქართლში პესტიციდების და აგროქიმიკატების 17 სარეალიზაციო ობიექტი დაჯარიმდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ სურსათის ეროვნული სააგენტოდან აცნობეს, სააგენტო აგროქიმიკატების და პესტიციდების სარეალიზაციო ობიექტებს მთელი ქვეყნის მასშტაბით ამოწმებს.

„მიმდინარე თვეში სახელმწიფო კონტროლი შიდა ქართლის რეგიონში განხორციელდა , სადაც 31 ობიექტი შემოწმდა, მათგან 17 დაჯარიმდა. 13 ბიზნესოპერატორი დაფასოების, მარკირების, რეალიზაციის წესების დარღვევის გამო დაჯარიმდა, ხოლო 4 შემთხვევაში გამოვლინდა ვადაგასული პესტიციდების განთავსების ფაქტი, რაზეც სააგენტომ კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები განახორციელა.

ბიზნესოპერატორები 2000 ლარით დაჯარიმდნენ. მათ ვადაგასული ქიმიკატების ბაზრიდან ამოღება და შესაბამისი წესების დაცვით განადგურება დაევალათ, რასაც ზედამხედველობას სურსათის ეროვნული სააგენტო გაუწევს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა