ბათუმში, კაფე “ფანტაზიას” წინ, სადაც პრემიერი უნდა მოვიდეს, “ნაციონალური მოძრაობის” წევრები აქციას მართავენ

ბათუმში რეაბილიტირებული კაფე “ფანტაზიას” წინ “ნაციონალური მოძრაობის” წევრები აქციას მართავენ. ისინი აცხადებენ, რომ კაფეს გახსნის ცერემონიას საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე უნდა დაესწროს.

აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ მამუკა ბახტაძეს ოკუპაციასთან დაკავშირებით, განცხადება არ გაუკეთებია. ისინი ასევე მოითხოვენ, რომ შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ თანამდებობა დატოვოს.

აქციის მონაწილეები ამბობენ, კაფე “ფანტაზიას” დანგრევას ხელისუფლება ცდილობდა, თუმცა იგი ბათუმელთა პროტესტით გადარჩა.

“ქართული ოცნება” ცდილობდა, რომ კაფე “ფანტაზია” თავის დროზე დაენგრია და უსახური შენობა აეშენებინა, თუმცა ეს ბათუმელთა პროტესტმა შეაჩერა და კაფე გადარჩა. სირცხვილია, რომ დღეს მოდის და კაფეს ხსნის”, - განაცხადეს აქციის მონაწილეებმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა