მამუკა ბახტაძე ბათუმში რეაბილიტირებული კაფე „რვაფეხას“ გახსნას დაესწრო

ბათუმში რეაბილიტირებული კაფე „რვაფეხა“ გაიხსნა. გახსნის ცერემონიალს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე დაესწრო.

„მსურს ყველა ბათუმელს და ბათუმის ყველა სტუმარს მივულოცო ბათუმის სავიზიტო ბარათის აღდგენა.

წლების განმავლობაში „რვაფეხა“ იყო საყვარელი ადგილი ყველა ბათუმელისთვის. მსურს განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ფონდ „ქართუს“ , რომელმაც აღადგინა „რვაფეხა“ და ყველა ბათუმელს მივულოცო დღევანდელი დღე“,- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

საზეიმო ღონისძიებას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოსა და მთავრობის თავმჯდომარეები - დავით გაბაიძე, თორნიკე რიჟვაძე, უმაღლესი საბჭოს წევრები, ცენტრალური, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, ბათუმელები და ბათუმის სტუმრები დაესწრნენ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს