თორნიკე რიჟვაძე - ჩვენი ხელისუფლების გაცხადებული პრიორიტეტია  მწვანე ეკონომიკა

ბათუმი საქართველოს მეორე ქალაქია, სადაც 22 აგვისტოდან ელექტრომობილების გაზიარების სერვისით სარგებლობა იქნება შესაძლებელი. ბათუმის ბულვარში პროექტი პრეზენტაციას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე და საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე მოსახლეობასთან ერთად დაესწრო.

„ჩვენი ხელისუფლების გაცხადებული პრიორიტეტი არის მწვანე ეკონომიკა. მწვანე ეკონომიკის მიმართულებით ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი ხორციელდება. ეს არის მომავლის ეკონომიკა, ეს არის ის ეკონომიკა, რომელიც ბოლომდე ჩვენი ქვეყნის პოტენციალის გამოყენებით, კიდევ უფრო უკეთესს გახდის ჩვენი მოქალაქეების ცხოვრებას. მინდა მადლობა გადავუხადო კომპანიის წარმომადგენლებს, მუნიციპალიტეტის მერიას, პრემიერ-მინისტრს მხარდაჭერისთვის“, -განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

„აიქარმა“ ბათუმში 20 ერთეული Renault–ის მარკის Zoe-ს მოდელის ელექტრომობილი შემოიყვანა. სერვისის გასამართად ბათუმის რკინიგზის სადგურის ტერიტორიაზე 8, ქობულეთში კი - 2 ელექტროგასამართი სადგური უკვე დაამონტაჟა.

ელექტრომობილებით გადაადგილება სარფი - ურეკის მონაკვეთზე იქნება შესაძლებელი. მათი დაჯავშნა და დატოვება კი, მხოლოდ ბათუმში არსებულ პარკინგის ზონაში.

წლის ბოლომდე თბილისსა და ბათუმში უკვე არსებულ ელექტროგასამართ სადგურებს რამდენიმე ათეული დაემატება და მათი რაოდენობა 300-მდე გაიზრდება.

აღნიშნულ ინფორმაციას აჭარის მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა