სტუდენტები რუსთავი-თბილისის მარშრუტზე მოძრავ საზოგადოებრივ ტრანსპორტში შეღავათიანი ტარიფით ვერ ისარგებლებენ

რუსთავი-თბილისის მიმართულებით მოძრავ საზოგადოებრივ ტრანსპორტში სტუდენტებისთვის შეღავათიანი სამგზავრო ტარიფის დაწესებას რუსთავის მერია არ დათანხმდა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „რუსთავის სტუდენტურ ასოციაციაში“ განუცხადეს.

როგორც ასოციაციაში განმარტეს, „სტუდენტური სამგზავრო ტარიფის შემოღებისთვის პოლიტიკური ნება არ არსებობს“.

„ინტერპრესნიუსი’’ რუსთავის მერიასაც დაუკავშირდა, სადაც განაცხადეს, რომ ამ ეტაპზე მათთვის სტუდენტური ტარიფის დაწესებაზე ინფორმაცია არ მიუწვდიათ. მათივე თქმით, „მოლაპარაკება იქნება, ჯერჯერობით კი არაფრის თქმა შეუძლიათ“.

რაც შეეხება მგზავრების გადამყვან კერძო კომპანია „ინტერტრანსს“, კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის, სოფო ცერცვაძის თქმით, სტუდენტურ ტარიფთან დაკავშირებით ამ ეტაპზე, არანაირი გეგმა არ აქვთ.

„ჩვენ კერძო კომპანია ვართ და შესაბამისად, ჩვენი მხრიდან ამაზე საუბარი არ ყოფილა. აღნიშნულს რუსთავის მერიისგან „რუსთავის სტუდენტური ასოციაცია“ ითხოვდა, რათა ფასების სუბსიდირება მოეხდინათ“, - აღნიშნა ცერცვაძემ.

შეგახსენებთ, რომ 19 აგვისტოდან, რუსთავი - თბილისის მიმართულებით, მიკროავტობუსით მგზავრობის საფასური, 11 მარშრუტიდან 6 მარშრუტზე, 30 თეთრით გაიზარდა და 1,50 - ის ნაცვლად, 1,80 ლარი გახდა. ბოლო მოლაპარაკებები ახალგაზრდების ჯგუფსა და მმართველ ორგანოს შორის სწორედ ფასის უკანასკნელი ზრდის შემდეგ შედგა. „რუსთავის სტუდენტური ასოციაცია“ მერიისგან სტუდენტებისთვის ფასის სხვაობის სუბსიდირებას ითხოვდა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა