რომან გოცირიძე - ხელისუფლების უგუნური ნაბიჯები ყოველგვარ ზღვარს გასცდა

დაახლოებით, იგივე სცენარი ვითარება, რაც „იბერიასთან“ დაკავშირებით მოხდა. ყოველგვარ ზღვარს გასცდა ხელისუფლების უგუნური ნაბიჯები, - ასე აფასებს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი რომან გოცირიძე, ბიზნესმენ ავთანდილ წერეთლის მიმართ ბრალის წარდგენას.

როგორც გოცირიძე „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში აცხადებს, ხელისუფლება ნებისმიერ ფასად ცდილობს ძალაუფლება შეინარჩუნოს.

„ძალიან მარტივი სქემით მოქმედებს ივანიშვილი. წინასაარჩევნოდ უნდა ყველა მედიასაშუალება გააჩუმოს და ახლა მიადგა „ტვ პირველს“. დაახლოებით, იგივე სცენარს ავითარებს, რაც „იბერიასთან“ დაკავშირებით მოხდა. პარალელურად, ის დაკავშირებულია მამუკა ხაზარაძესთან და ანაკლიის პროექტთან, ამიტომ ორ კურდღელს იჭერს ერთად ივანიშვილი. ყოველგვარ ზღვარს გასცდა ხელისუფლების უგუნური ნაბიჯები, ამას ჰქვია ხელისუფლების შენარჩუნება ნებისმიერ ფასად, მაგრამ როცა ამ გზებს მიმართავენ, როგორც წესი, ასეთი ხელისუფლება მარცხდება არჩევნებში ან ხალხი ისეთ ზომამდე მივა, მათ გაყრის. ვინც ძალადობრივად და აშკარად უსამართლოდ იქცევა, მას ქართველი ამომრჩეველი არ აპატიებს“,- განაცხადა გოცირიძემ.

შეგახსენებთ, რომ გენერალურმა პროკურატურამ ბიზნესმენ ავთანდილ წერეთელს, „თიბისი ბანკის" დამფუძნებლების - მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში, ბრალი წარუდგინა.

პროკურატურის განმარტებით, საქმე ეხება „თიბისი ბანკის“ ხელმძღვანელების მიერ, "უკანონო შემოსავლების ლეგალიზებაში დახმარებას, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება".

ხათუნა ბურკაძე - პარლამენტმა არ უნდა მიიღოს კანონპროექტი, რომელიც გვყოფს, გვაპირისპირებს და ჩვენს ევროპულ მომავალს აზიანებს
ვაჟა ბერიძე - გაუწევენ დასავლეთში ივანიშვილს ანგარიშს? ის, ხომ სადღეისოდ, ქვეყანაში ვითარებას აკონტროლებს, მაგრამ უღირს დასავლეთს ივანიშვილთან ახალ პირობებზე გარიგება დადოს?
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
კახა ოქრიაშვილი - „უცხოეთის გავლენის აგენტების“ შესახებ კანონის მიღება ევროკავშირის კარს ბოქლომს სამუდამოდ დაადებს!
გახსენით ევროპული ანგარიში ევროპულ ბანკში - „პეისერა ბანკი საქართველო“ უსაზღვრო ევროპულ შესაძლებლობებსა და უსაფრთხოების ევროპულ სტანდარტს გთავაზობთ
Tether აღმოსავლეთ ევროპაში საგადახდო სექტორის გაძლიერებას CityPay.io-ში დამატებითი ინვესტიციებით აგრძელებს