დავით ბერძენიშვილი - ბიძინა ივანიშვილი რეპრესიული პოლიტიკის მიმართულებით დღეს არ აგდებს

ბიძინა ივანიშვილი რეპრესიული პოლიტიკის მიმართულებით დღეს არ აგდებს. ძალიან მკაფიო არის, რომ ყოველდღიური შეტევა აქვს მისგან უკონტროლო სივრცეებზე, - ასე აფასებს „ინტერპრესნიუსთან“ „რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთი ლიდერი დავით ბერძენიშვილი პროკურატურის მიერ ბიზნესმენ ავთანდილ წერეთლის მიმართ წაყენებულ ბრალს.

ბერძენიშვილის თქმით, ახლა პროკურატურა, ანუ ივანიშვილი „ტვ პირველის“ მფლობელის შანტაჟს ცდილობს, რომ „მამაშენს დავიჭერთ“.

„ივანიშვილმა ჩათვალა, რომ სიცრუე და დაშინება, პროპაგანდა და რეპრესია არის მისთვის მთავარი იარაღი და მეტი მას არაფერი დარჩენია. ვხედავთ რა პროცესები არის „რუსთავი2“-თან მიმართებაში, „ტვ პირველთან“ მიმართებაშიც აღრმავებს ამ ზეწოლას. სრულიად მკაფიო და გასაგებია, რომ „ტვ პირველის“ 100 %-იანი წილის მფლობელთან, ვახტანგ წერეთელთან შანტაჟის გზას დაადგა - „მამაშენს დავიჭერთ“, რადგან წერეთელმა საჯაროდ გამოიტანა ეს ამბავი და არ შეეგუა პროკურატურას, ანუ, ივანიშვილს და ახლა, აგერ საქმე აღუძრავთ მამამისის წინააღმდეგ - ნუ, მამა მამაა“, - აცხადებს ბერძენიშვილი.

ოპოზიციონერი ლიდერი მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის პროკურატურაში კიდევ ერხელ დაბარებასაც ეხმაურება და ამბობს, რომ ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენები ბიძინა ივანიშვილის „ფართო ფრონტის შეტევის“ შედეგია.

„იგივე ვითარებაა ხაზარაძე-ჯაფარიძის მიმართულებით. ძალიან უცნაური დამთხვევაა ერთი მხრივ, 42%-იანი წილის მფლობელი ამერიკული გუნდი რომ გავიდა ანაკლიის კონსორციუმიდან. ეს ყველაფერი არის ივანიშვილის ფართო ფრონტის შეტევის შედეგი, მას არ სურს აიტანოს არც მისგან უკონტროლო არც მედია, არც პოლიტიკა, არც ბიზნესი, არც საზოგადოება, ეს არის ივანიშვილის ისეთი ანტიდემოკრატიული შეტევა, რომელიც დროსთან აცდენილია. მან არ იცის რა არის თანამედროვე საქართველო. თანამედროვე საქართველო არ დაექვემდებარება ივანიშვილის რეპრესიულ და პროპაგანდისტულ პოლიტიკას, ძალიან ცუდად დაამთავრებს. ძალიან მკაფიო არის, რომ ყოველდღიური შეტევა აქვს მისგან უკონტროლო სივრცეებზე“, - აცხადებს ბერძენიშვილი.

შეგახსენებთ, რომ გენერალურმა პროკურატურამ ბიზნესმენ ავთანდილ წერეთელს, „თიბისი ბანკის" დამფუძნებლების - მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში, ბრალი წარუდგინა.

პროკურატურის განმარტებით, საქმე ეხება „თიბისი ბანკის“ ხელმძღვანელების მიერ, "უკანონო შემოსავლების ლეგალიზებაში დახმარებას, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება". ავთანდილ წერეთელი დღეს ბრალის წარდგენის მიზნით პროკურატურაშია დაბარებული. საგამოძიებო უწყებაში ბრალის დაზუსტების მიზნით დაბარებულები არიან ბადი ჯაფარიძე და მამუკა ხაზარაძეც.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
Jacobs-სა და Carte Noire-ის შეძენისას მომხმარებელს ავთენტურობის გადამოწმება ცხელ ხაზზე შეუძლია
ტერაბანკის მხარდაჭერით სენაკის ტექნოპარკში კიბერუსაფართხოების ჰაკათონი ჩატარდა
ახალი პროფესია სამხედრო მოსამსახურეების მეუღლეებისთვის - „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა“ ქალთა გაძლიერების ექვსთვიანი პროგრამა დანერგა
„გორგია“ 2025 წლის საუკეთესო დამსაქმებლის ტიტულით დაჯილდოვდა
„არქის" საახალწლო გრანდიოზული დღესასწაული  მხოლოდ არქელებისთვის გრანდ ავენიუზე