დავით უსუფაშვილი - ხელისუფლებისთვის შეგონებები და მოთქმა-გოდება აბსოლუტურად უშედეგოა, საჭიროა დაუყოვნებლივი მოქმედება

ხელისუფლებისთვის შეფასებები, შეგონებები, მოთქმა-გოდება არის აბსოლუტურად უადგილო და უშედეგო, საჭიროა დაუყოვნებლივი მოქმედება. კერძოდ, შესაქმნელია „ტვ პირველის“ გადასარჩენი საზოგადოებრივი ფონდი, - ამის შესახებ „შენების მოძრაობის“ ლიდერმა დავით უსუფაშვილმა „ინტერპრესნიუსთან“ განაცხადა. ამით უსუფაშვილი პროკურატურის მიერ ბიზნესმენ ავთანდილ წერეთლისთვის ბრალის წარდგენას გამოეხმაურა.

დავით უსუფაშვილის განცხადებით, ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანის ერთადერთი გზა მოცემულ სიტუციაში მოქალაქეობრივი აქტივობაა.

„ამ შემთხვევაში, ამ კონკრეტულ მოვლენასთან დაკავშირებით, „ტვ პირველი“ არის ყველაზე მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი ღირებულება. ამასთანავე, ხელისუფლებისთვის შეფასებები, შეგონებები, მოთქმა-გოდება არის აბსოლუტურად უადგილო და უშედეგო, საჭიროა დაუყოვნებლივი მოქმედება. კერძოდ, შესაქმნელია „ტვ პირველის“ გადასარჩენი საზოგადოებრივი ფონდი, ყოველგვარი პარტიული და საარჩევნო- პერსონალური კონტექსტების გარეშე. ჩემი აზრით, ყველა მოქალაქეს, ვისთვისაც მნიშვნელოვანია არასახელისუფლებო მედიის არსებობა ქვეყანაში, შეგვიძლია და უნდა ავიღოთ პასუხისმგებლობა. უნდა განვაცხადოთ, რომ თუ ამ მოვლენების შედეგად „ტვ პირველსაც“ რამე საფრთხე დაემუქრება, ჩვენ ავიღებთ მის ფუნქციონირებაზე და გადარჩენაზე პასუხისმგებლობას. დარწმუნებული ვარ, საქართველოში საკმარისი რაოდენობის მოქალაქეები ვართ, ვისთვისაც მრავალფეროვანი მედიის არსებობა არის ძალიან სერიოზული ღირებულება, მიუხედავად იმისა, რომელ მის სიუჟეტს ვეთანხმები და რომელს არა“, -აცხადებს დავით უსუფაშვილი.

შეგახსენებთ, რომ გენერალურმა პროკურატურამ ბიზნესმენ ავთანდილ წერეთელს, „თიბისი ბანკის" დამფუძნებლების - მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში, ბრალი წარუდგინა.

პროკურატურის განმარტებით, საქმე ეხება „თიბისი ბანკის“ ხელმძღვანელების მიერ, "უკანონო შემოსავლების ლეგალიზებაში დახმარებას, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება". ავთანდილ წერეთელი დღეს ბრალის წარდგენის მიზნით პროკურატურაშია დაბარებული. საგამოძიებო უწყებაში ბრალის დაზუსტების მიზნით დაბარებულები არიან ბადი ჯაფარიძე და მამუკა ხაზარაძეც.

ემილ ავდალიანი - რუსეთს საერთაშორისო ასპარეზზე აზერბაიჯანის დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმოება არ აწყობს
ქართული პრესის მიმოხილვა 04.07.2025
სტრატეგიული ბიზნეს რეთრითი შალვა ახრახაძესთან ერთად - იმისთვის, რომ შემდეგ მეტი შეძლო, ხანდახან საჭიროა გაჩერდე
ბიქეი ჰოლდინგმა გიორგი ნატროშვილი თეთრი კვადრატის გენერალურ დირექტორად დანიშნა, რომელიც ინოვაციური მიდგომების დანერგვასა და საერთაშორისო ბაზრების ათვისებაზე გააკეთებს აქცენტებს
„მხურვალე ზაფხული აპექსში“ - ბინა საბურთალოზე უპრეცედენტო ფასად
ლიდერი არომათერაპიის სფეროში, ფრანგული პრემიუმ ბრენდი - ფიურესენშელი Puressentiel უკვე PSP-შია