ევროკავშირი რუსეთის „დიდი რვიანის“ ჯგუფში უპირობო დაბრუნებას ეწინააღმდეგება

ევროკავშირი ეწინააღმდეგება რუსეთის „დიდი რვიანის“ ჯგუფში უპირობო დაბრუნებას. ამის შესახებ „ევრონიუსის“ ცნობით, ევროპული ბლოკის ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა განაცხადა.

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მიზანშეწონილი იქნება თუ მოსკოვს „დიდ შვიდეულს“ შეუერთდებოდა.

აღსანიშნავია, რომ „დიდი შვიდეულის“ ქვეყნები, მომავალ უქმეებზე საფრანგეთის საკურორტო ქალაქ ბიარიცში აპირებენ შეხვედრას.

„რუსეთის გარიცხვის მიზეზი კვლავ აქტიურია და მისი უპირობოდ დაბრუნების შეთავაზება იქნება არაპროდუქტიული და ჩვენი სისუსტის მანიშნებელი“, - განაცხადა ევროპელმა მაღალჩინოსანმა, რომელმაც ვინაობის გამხელაზე უარი თქვა.

„დიდი რვიანის“ წევრები ამერიკის შეერთებული შტატები, კანადა, საფრანგეთი, გერმანია, იტალია, იაპონია, გაერთიანებული სამეფო და რუსეთი იყვნენ, თუმცა ყირიმის ანექსიის გამო, 2014 წლის ივნისში G8-ის ქვეყნის ლიდერები სოჭში მორიგ სამიტზე აღარ გაემგზავრნენ და ფორუმიდან რუსეთი გააძევეს.

იხილეთ ვიდეო:

ავთანდილ წულაძე - ტრამპს, პეკინის საპასუხოდ გარდა იმისა, რომ ევროპას და უკრაინას დაეხმაროს, სხვა სვლა აღარც აქვს დარჩენილი
ანდრო გოცირიძე - ხელისუფლების დაკარგვის შიშით „ქართულმა ოცნებამ“ პროდასავლური კურსი შეცვალა, ორიენტაცია დათმო, დემოკრატიას ძირი გამოუთხარა და რუსული ტიპის სახელმწიფოს მშენებლობას შეუდგა
ქართული პრესის მიმოხილვა 04.09.2025
„თიბისიმ“ აზიის განვითარების ბანკის „ვაჭრობისა და მიწოდების ჯაჭვის დაჯილდოებაზე“ სამი ჯილდო მოიპოვა
1200 ადამიანზე გათვლილი საკონცერტო დარბაზი წინანდალში - „სილქ როუდ ჯგუფი“ ახალ პროექტს აანონსებს
ბაზისბანკი სვანეთის საერთაშორისო კინოფესტივალის ოფიციალური სპონსორია | კინოფესტივალს მესტია წელს მეხუთედ უმასპინძლებს
სილქნეტის წარდგენით წინანდლის ფესტივალის მეშვიდე სეზონი გაიხსნა
Porsche-ს ქართველი ენთუზიასტებისთვის დახურული Nürburgring Nordschleife