ლევან დავითაშვილი ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფლებში მოსახლეობას შეხვდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი და კახეთის გუბერნატორი ირაკლი ქადაგიშვილი ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატანის, ზემო და ქვემო ალვანისა და ბაბანეულის მოსახლეობას შეხვდნენ.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე ხელისუფლების წარმომადგენლებმა ადგილობრივებს განხორციელებული და დაგეგმილი სახელმწიფო პროექტების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია.

მოსახლეობამ ძირითადად სასმელი წყლისა და სარწყავი სისტემის მოგვარების, მიწის რეგისტრაციის, აგროდაზღვევისა და ინფრასტრუქტურული პროექტების მოწესრიგების საკითხები დააყენა. ხელისუფლების წარმომადგენლებმა კი აღნიშნეს, რომ არსებული საჭიროებების მოგვარებისთვის თანხები მომავალი წლის ბიუჯეტში იქნება გათვალისწინებული.

"მოსახლეობასთან შეხვედრები მთელი საქართველოს მასშტაბით მიმდინარეობს. ამ შეხვედრებზე ვიღებთ ინფორმაციას მათი საჭიროებების შესახებ, რაც ძალიან დაეხმარება საბიუჯეტო პროცესს, რადგან ბიუჯეტის დაგეგმვისას მნიშვნელოვანია მოსახლეობის მოთხოვნების გათვალისწინება. ასევე ვაწვდით დეტალურ ინფორმაციას ჩვენს გეგმებსა და პროგრამებზე. დღევანდელ შეხვედრაზე მოვისმინეთ მოქალაქეებისგან იმ საკითხებზე ინფორმაცია, რომელიც ეხებოდა როგორც სოფლის მეურნეობას, ასევე გარემოს დაცვის მიმართულებას ", - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

მოქალაქეები მომავალი რთველის ჩატარების საკითხითაც დაინტერესდნენ და კონკრეტული პასუხები უშუალოდ მინისტრისგან მიიღეს.

შეხვედრას თელავი-ყვარელის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი სესიაშვილი, თელავი-ახმეტის მაჟორიტარი დეპუტატი გელა სამხარაულის და ახმეტის მერი იოსებ ქარუმაშვილი ესწრებოდნენ. მსგავსი ტიპის შეხვედრები მომავალშიც გაგრძელდება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა