გორში, სოფელ საყავრეს მიმდებარედ ხანძრის ქრობის სამუშაოებში ვერტმფრენი ჩაერთვება

გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ საყავრეს მიმდებარედ ხანძარია. პირველადი ინფორმაციით, ცეცხლი გავრცელებულია ტყის ქვედა საფარზე და ეკალ-ბარდზე.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიულ მართვის ცენტრ „112“-ში შევიდა ინფორმაცია, რომ გორის მუნიციპალიტეტში სოფელ საყავრეს მიმდებარედ შეინიშნება ძლიერი დაკვამლიანება. შემთხვევის ადგილზე უკვე გავიდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები.

პირველადი ინფორმაციით, ცეცხლი გავრცელებულია ტყის ქვედა საფარზე და ეკალ-ბარდზე.

ადგილზე მობილიზებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის შიდა ქართლის ყველა სამმართველოს სახანძრო-სამაშველო ჯგუფები.

ხანძრის ქრობის პროცესში ჩაერთვება შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციიის ვერტმფრენი“, - აღნიშნულია შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ვიდეო:

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა