გორის მერის წარმომადგენლის  ინფორმაციით, სოფელ საყავრეს მიმდებარედ, ხანძრის ლოკალიზებას ქარი აფერხებს

გორის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის გია ოქროპირიძის ინფორმაციით, სოფელ საყავრეს მიმდებარედ, ხანძრის ლოკალიზებას ქარი აფერხებს.

„შემთხვევის ადგილზე იმყოფებიან საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები, თუმცა, ქარი ხანძრის ლოკალიზებას აფერხებს. ხანძრის კერასთან საკმაოდ ახლო მანძილში მდებარეობს დასახლებული პუნქტი, თუმცა, ინფორმაცია გვაქვს, რომ მალე დამატებითი ჯგუფებიც შემოუერთდებიან აქ მყოფ მეხანძრეებს და ხანძრის ქრობის პროცესში ვერტმფრენიც ჩაერთვება. ასე რომ, იმედი გვაქვს, მოხერხდება ცეცხლის ლოკალიზება-ლიკვიდაცია და დამატებითი პრობლემები არ შეიქმნება", - განაცხადა „ინტერპრესნიუსთან" გია ოქროპირიძემ.

შეგახსენებთ, რომ პირველადი ინფორმაციით, ცეცხლი გავრცელებულია ტყის ქვედა საფარზე და ეკალ-ბარდზე.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა