სოფელ საყავრესთან, სადაც ხანძარი დაახლოებით 40 ჰექტარზეა გავრცელებული, ვერტმფრენებმა  დღეს მუშაობა შეაჩერეს

სოფელ საყავრესთან, სადაც ხანძარი დაახლოებით 40 ჰექტარზეა გავრცელებული, ვერტმფრენებმა  დღეს მუშაობა შეაჩერეს

გორში, სოფელ საყავრესთან, სადაც ხანძრის ლოკალიზებას ცდილობენ, დღეს ვერტმფრენებმა მუშაობა შეაჩერეს, თუმცა, ადგილზე მეხანძრე-მაშველები მუშაობენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, სოფელ საყავრესთან ტყის მასივში გაჩენილი ხანძრის ჩასაქრობად მობილიზებულია 10 სახანძრო და სამი სამაშველო მანქანა, 9 დამხმარე ტექნიკა, 170 მეხანძრე-მაშველი. ადგილზე ეწყობა საველე შტაბი, საიდანაც მოხდება ტყის ხანძრის ქრობის სამუშაოების კოორდინაცია. ოპერაციაში ჩართულია, როგორც შიდა ქართლის ყველა მუნიციპალიტეტის, ასევე სამცხე-ჯავახეთის და თბილისის სახანძრო-სამაშველო ჯგუფები. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ხანძარი გავრცელებულია 40 ჰექტარ ფართობზე. ცეცხლი უკიდია ქვედა საფარს და შერეულ ტყეს.

იხილეთ ვიდეო: