საყავრესთან ხანძრის ქრობის სამუშაოებში დილიდან ვერტმფრენები ისევ ჩაერთვნენ

რამდენიმე წუთის წინ, გორის რაიონის სოფელ საყავრესთან გაჩენილი ხანძრის ქრობის სამუშაოებში კვლავ სასაზღვრო პოლიციის სამი ვერტმფრენი ჩაერთო.

სალიკვიდაციო სამუშაოებში გუშინ საღამოს ჩართული იყო სასაზღვრო პოლიციის 2 ვერტმფრენი და დაღამებამდე მათ 6 გაფრენა განახორციელეს.

გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ საყავრესთან, ტყის მასივში გაჩენილი ხანძრის ქრობის სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში აქტიურად მიმდინარეობდა. სამუშაოებში ჩართული იყო 10 სახანძრო და სამი სამაშველო მანქანა, 9 დამხმარე ტექნიკა, 170 მეხანძრე-მაშველი.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ძლიერი დაკვამლიანება 40 ჰა. ფართობზე შეინიშნებოდა, თუმცა, დაზუსტებული ინფორმაციით, ხანძრის ფართობი 10 ჰექტარს არ აღემატება.

საყავრესთან გაჩენილი ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩართულია შიდა ქართლის ყველა მუნიციპალიტეტის, სამცხე-ჯავახეთის და თბილისის სახანძრო-სამაშველო ჯგუფები. ხანძრის ქრობის პროცესში ჩაერთნენ გორის და კასპის მუნიციპალიტეტების თანამშრომლებიც.

ღამის განმავლობაში საყავრეში იმყოფებოდნენ შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელები, შიდა ქართლის გუბერნატორი, გორის მუნიციპალიტეტის მერი და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები.

ადგილზე მოწყობილია საველე შტაბი, საიდანაც მიმდინარეობს ტყის ხანძრის ქრობის სამუშაოების კოორდინაცია.

იხილეთ ვიდეო: საყავრესთან ხანძრის ქრობის სამუშაოებში დილიდან სამი ვერტმფრენი ჩაერთო

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს