ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძე ონის მუნიციპალიტეტის სოფლების მოსახლეობას შეხვდა

მომავალი წლის ბიუჯეტის დაგეგმვისა და მუნიციპალიტეტებისთვის აქტუალური საკითხების მოგვარების მიზნით, მთელი ქვეყნის მასშტაბით გრძელდება სამუშაო შეხვედრები მოსახლეობასთან, რომელშიც აქტიურად მონაწილეობენ ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლები. ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, აღნიშნულ ფორმატში ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძე ონის მუნიციპალიტეტის სოფლების - პიპილეთის, ირისა და ქვედრულას მოსახლეობას შეხვდა.

„შეხვედრებს, ასევე დაესწრნენ რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული არჩილ ჯაფარიძე, ქალაქ ონის მუნიციპალიტეტის მერი ემზარ ჯაფარიძე, პარლამენტის წევრი კარლო კოპალიანი და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები. მათ ადგილობრივებს განხორციელებული და დაგეგმილი სახელმწიფო პროექტების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია, საუბარი შეეხო იმ პრობლემებს, რომელთა გადაჭრასაც მოსახლეობა ითხოვს.

მათი განცხადებით, რეგიონში სწრაფი ტემპით მიმდინარეობს საგზაო და ტურისტული, სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარება, ხორციელდება მუნიციპალური პროექტები - გაზიფიცირებისა და წყალმომარაგების სამუშაოები, რაც მნიშვნელოვანია ტურისტული პოტენციალის გაზრდისა და მიგრაციული პროცესების შეჩერებისთვის რეგიონში. მუნიციპალიტეტის სოფლებში ძირითად პრობლემად მიწისძვრით დაზარალებულთა საკითხი დასახელდა“, - აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

როგორც ფინანსთა მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, ფინანსთა სამინისტროსთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მომავალი წლის ბიუჯეტის დაგეგმვის პროცესში ადგილობრივი მოსახლეობის ჩართულობა, მათი მოთხოვნების და წინადადებების გათვალისწინება, რაც ხელს შეუწყობს ბიუჯეტის სწორ ფორმირებას და პრიორიტეტული მიმართულებების განსაზღვრას.

„მოვისმინეთ ის ძირითადი პრობლემები, რომელიც აქვს მოსახლეობას, კეთდება ძალიან ბევრი პროექტი, რასაც მოსახლეობა კარგად ხედავს, თუმცა, ისინი მაინც აყენებენ გარკვეულ საჭიროებებს და ჩვენ ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად, მაქსიმუმს გავაკეთებთ იმისათვის, რომ როგორც წლევანდელი წლის, ასევე მომავალი წლის ბიუჯეტში ავსახოთ ამ პრობლემების გადაჭრის გზები და შესაბამისად, ეს პრობლემები მოვუგვაროთ მოსახლეობას. მიმდინარე სამუშაოებისა და „მაღალმთიანი რეგიონების შესახებ“ კანონის შედეგად, კიდევ უფრო ადვილი გახდება ამ სოფლებში ცხოვრება და დარწმუნებული ვარ, საბოლოო ჯამში მოსახლეობის გარკვეულ ნაწილს დატოვებს, ნაწილს კი დააბრუნებს ამ სოფლებში,“ - განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.

რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის თქმით, რეგიონში აქტუალურია სოფლის შიდა გზების, წყალმომარაგების სისტემების რეაბილიტაციისა და ინტერნეტიზაციის საკითხები, რისთვისაც ცენტრალურ ხელისუფლებასთან ერთად გაგრძელდება მუშაობა უახლოეს პერიოდში მათი გადაჭრის მიზნით.

მოსახლეობასთან ღია დიალოგის ძირითადი მიზანია, 2020 წლისთვის სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული ყველა მიმართულება დაიგეგმოს მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით.

სწორედ ამ მიზნით, მომავალი წლის ბიუჯეტის ფორმირებამდე ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელთა შეხვედრები რეგიონების მოსახლეობასთან გრძელდება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა