სარემონტო სამუშაოების გამო, 24 აგვისტოს ბათუმის რამდენიმე ქუჩას წყალმომარაგება შეუწყდება

სარემონტო სამუშაოების გამო, 24 აგვისტოს ღამის 12:00 საათიდან 25 აგვისტოს დილის 8:00 საათმდე წყალმომარაგება შეუწყდება ბათუმის რამდენიმე ქუჩას. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „ბათუმის წყლიდან“ აცნობეს.

მათი ინფორმაციით, წყალმომარაგების მიწოდების აღდგენის შემდეგ, შესაძლოა სარემონტო სამუშაოების გამო, წყალი იყოს მცირედით ამღვრეული, რაც გამოწვეულია მილზე არსებული ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო მინერალების ჩამორეცხვით.

„ბათუმის წყალი“ მომხმარებლებს აფრთხილებს, რომ წყლის მიწოდების აღდენის შემდეგ, გააღონ ონკანი და წყალი ადინონ რამდენიმე წუთით, შესაძლო ამღვრეული წყლის გამოშვების მიზნით.

სარემონტო სამუშაოების გამო წყალმომარაგება შეუწყდება შემდეგ ქუჩებს :

მაქაცარიას ქუჩას, ვლადიმერ მაიაკოვსკის ქუჩას, ბაქოს ქუჩა (იმედაშვილის ქუჩიდან შავშეთის ქუჩამდე), კანდელაკის ქუჩა, მერკვილაძის ქუჩა, შავშეთის ქუჩა (ბაქოს ქუჩიდან წერეთლის ქუჩამდე), ალექსანდრე ჩხაიძის ქუჩა, ფადიმე გოგიტიძის ქუჩა, ქართველ იუნკერთა ქუჩა, სესილია თაყაიშვილის ქუჩა, შალვა იოსელიანის ქუჩა, პაოლო იაშვილის ქუჩა, ლევან ქიქავას ქუჩა, შალვა დადიანის ქუჩა, სერგი მესხის ქუჩა, გულო აღა კაიკაციშვილის ქუჩა, რაფიელ ერისთავის შესახვევი, რაფიელ ერისთავის 1 ჩიხი, რაფიელ ერისთავის 2 ჩიხი, სერგი მესხი 1 შესახვევი, ნიკოლოზ გოგოლის ქუჩა, ფერიის დასახლება, თედო სახოკიას ქუჩა, ვლადიმერ მაიაკოვსკის მე-3 ჩიხი, ვლადიმერ მაიაკოვსკის მე-4 ჩიხი, გიორგი წერეთელის ქუჩა, გიორგი ვოლსკის ქუჩა, რეზო თაბუკაშვილის ქუჩა, დანიელ ჭონქაძის ქუჩა, ნადიმ ნიჟარაძის ქუჩა, დიმიტრი სვიშევსკის ქუჩა, დიმიტრი სვიშევსკის 1 შესახვევი, დიმიტრი სვიშევსკის 1 ჩიხი, დიმიტრი სვიშევსკის მე-2 ჩიხი, ნადიმ ნიჟარაძის 1 ჩიხი, შინდისის ქუჩა, იოსებ ნონეშვილის ქუჩა, იუსუფ ფაღავას ქუჩა, დავით ბაქრაძის ქუჩა, სულეიმან დიასამიძის ქუჩა, ჯემალ ქათამაძის ქუჩა, სულეიმან დიასამიძის ჩიხი, ჯემალ ქათამაძის ჩიხი, თამარ მეფის ქუჩა, თამარ მეფის ჩიხი, შრომის ქუჩა, ზაქარია ჭიჭინაძის ქუჩა, ზაქარია ჭიჭინაძის ჩიხი, ხასან ლორთქიფანიძის ქუჩა, აგარაკის ქუჩა, კაზინეცის ქუჩა, ძმები ნობელების ქუჩა, ძმები ნობელების 1 შესახვევი, ძმები ნობელების მე-2 შესახვევი, სერგი მესხის მე-3 ჩიხი.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს