გურჯაანში მამაკაცის გაუჩინარების შესახებ ადგილობრივები რამდენიმე ვერსიას განიხილავენ

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ძირკოკში მცხოვრებ მამაკაცს მე-6 დღეა ეძებენ. როგორც ახლობლები ამბობენ, 34 წლის ვანო მახარაშვილი მეზობელ სოფელში მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა, რის შემდეგაც არავის უნახავს.

ადგილობრივები ახალგაზრდის გაუჩინარების რამდენიმე ვერსიას განიხილავენ, მათ შორის მახარაშვილის მკვლელობას, თუმცა დაკარგულის მამის, ოთარ მახარაშვილისთვის საეჭვოა მკვლელობის ვერსია, რადგან განმარტავს, რომ მისი შვილი კონფლიქტური არ იყო და პრობლემები არავისთან ჰქონია.

"ბოლოს ორი კვირის წინ ვნახეთ. სახლში იყო მოსული. ტელეფონიც არ ჰქონდა და ვერ ვუკავშირდებოდით. ბევრი ტელეფონი დაამტვრია. არ ვიცი, სად შეიძლება წასულიყო. სოფელში ათასი ჭორი ვრცელდება. ამბობენ მოკლესო და არხში გადააგდესო, მაგრამ იქაც ეძება პოლიციამ. ორი დღე წყალი დააშრეს და ვერ იპოვეს. კონფლიქტური არ იყო, ვინმესთან რამე პრობლემა რომ ჰქონოდა. სოფელშიც მეუბნებიან, ყველასთან კარგი ურთიერთობა ჰქონდაო - იმათთანაც, სადაც მუშაობდა მწყემსად. განერვიულებულები ვართ, ათას ტყუილს ავრცელებენ. სად შეიძლება წასულიყო? ვითხოვთ, არ შეწყვიტონ სამუშაოები - ან ცოცხალი დაგვიბრუნონ ან მკვდარი," - განუცხადა „ინტერპრესნიუსს“ დაკარგული ახალგაზრდის მამა ოთარ მახარაშვილმა.

ამასთან, "ინტერპრესნიუსის"ინფორმაციით, დაკითხული ადამინების ჩვენებების მიხედვით, 34 წლის ვანო მახარაშვილის კვალი ალაზნის სარწყავ არხამდე მიდიოდა, რის გამოც 21 და 22 აგვისტოს მდინარე ალაზნის სარწყავ არხში წყალი დააშრეს, თუმცა პოლიციამ ვერაფერს მიაგნო. სამძებრო სამუშაოებში ჩართული იყვნენ მყვინთავებიც.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. უწყებისვე ცნობით, აქტიურად გრძელდება სამძებრო და სხვა საგამოძიებო სამუშაოები.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა