ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში საზაფხულო სკოლა - „კონსტიტუციური დემოკრატია: თანამედროვე გამოწვევები“ მიმდინარეობს

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში საზაფხულო სკოლა - „კონსტიტუციური დემოკრატია: თანამედროვე გამოწვევები“ მიმდინარეობს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ აჭარის უმაღლესი საბჭოდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, საზაფხულო სკოლა სახელწოდებით - „კონსტიტუციური დემოკრატია: თანამედროვე გამოწვევები“ ბათუმში 18 აგვისტოს დაიწყო და მასში პოსტსაბჭოთა და ევროპული ქვეყნების უნივერსიტეტების 20 სტუდენტი მონაწილეობს.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ დავით გაბაიძემ სტუდენტებს აჭარის კონსტიტუციურ მოწყობაზე, კონსტიტუციურ ორგანოებზე, მათ ფუნქციებსა და საქმიანობის ძირითად პრონციპებზე მიაწოდა ინფორმაცია, უპასუხა სტუდენტებისა და მათი უცხოელი პროფესორების შეკითხვებს.

„თქვენ გაქვთ ძალზე კარგი შესაძლებლობა, მიიღოთ ცოდნა უცხოელი პროფესორებისგან, ხოლო უცხოელ სტუდენტებს აქვთ საშუალება, ნახონ ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი ულამაზესი კუთხე - აჭარა“, - ამ სიტყვებით გაბაიძემ საზაფხულო სკოლის მონაწილეებს საკანონმდებლო ორგანოში გამართული შეხვედრისას.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ საზაფხულო სკოლა აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს „უმაღლესი განათლების ხელშეწყობის“ 2019 წლის სეზონური სკოლის ქვეპროგრამის ფარგლებში მოპოვებული საგრანტო დაფინანსებით, ბსუ-სა და ლიეტუვას მიკოლას რომერის უნივერსიტეტის პარტნიორობით და აკადემიური განვითარების საერთაშორისო ინსტიტუტის თანადაფინასებით ბათუმში 18 აგვისტოს დაიწყო და 25 აგვისტოს დაასრულებს მუშაობას. სტუდენტებს აშშ-დან და ევროპის სხვადასხვა ქვეყნის უნივერსიტეტებიდან მოწვეული პროფესორები უკითხავენ ლექციებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა