აბაშელი მოსწავლეები და სტუდენტები გაცვლით პროგრამაში მიიღებენ მონაწილეობას

აბაშის მუნიციპალიტეტის მერმა ლევან მაკალათიამ, მარტვილისა და აბაშის მაჟორიტარმა დეპუტატმა ოთარ დანელიამ, იულიხის კვლევითი ცენტრის დირექტორთა საბჭოს წევრმა სებასტიან შმიდტმა, პროფესორმა ჰანც შტროერმა, ხელი მოაწერეს აბაშის მუნიციპალიტეტის მერიასა და იულიხის კვლევით ცენტრს შორის შეთანხმებას, რომლის თანახმადაც აბაშელი მოსწავლეები და სტუდენტები გაცვლით პროგრამაში მიიღებენ მონაწილეობას.

აბაშის მუნიციპალიტეტის ცნობით, შეხვედრა აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა.

„განათლება და მეცნიერება ქვეყნის განვითარების აუცილებელი პირობაა, ფუნდამენტია, განათლებული თაობა ხვალინდელი საქართველოს სიძლიერეა, მთავრობის მიერ გაჟღერდა ძირითადი მიმართულებაც, განათლება გამოცხადდა ეროვნულ იდეად. პროექტი „ქართულ-გერმანული სამეცნიერო ხიდი“ სწორედ ამის დადასტურებაა. მე, როგორც აბაშის მუნიციპალიტეტის მერი, ყოველმხრივ დავეხმარები ნიჭიერ ახალგაზრდებს სათანადო განათლების მიღებაში“,-აღნიშნა ლევან მაკალათიამ.

შეხვედრას გერმანიის იულიხის კვლევითი ცენტრის მეცნიერები, პროფესორები, ქართული უნივერსიტეტის სამეცნიერო საზოგადოების, საგანმანათლებლო სისტემის წარმომადგენლები, აბაშის წარმატებული მოსწავლეები, სკოლის დირექტორები ესწრებოდნენ.

ოფიციალური შეხვედრის შემდეგ სტუმრებმა მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებსა და ახალგაზრდებთან ერთად კონსტანტინე გამსახურდიას სახლ-მუზეუმი დაათვალიერეს. კულტურისა და ხელოვნების განვითარების ცენტრის ანსამბლ „ჰარირას“ მონაწილეობით ფოლკლორული საღამო გაიმართა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა