სარემონტო სამუშაოების გამო, 24 აგვისტოს ბათუმის რამდენიმე ქუჩას წყალმომარაგება შეუწყდება

სარემონტო სამუშაოების გამო, 24 აგვისტოს 00: 00 საათიდან 25 აგვისტოს 08:00 საათმდე წყალმომარაგება შეუწყდება ბათუმის რამდენიმე ქუჩას. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „ბათუმის წყლიდან“ აცნობეს.
მათი ინფორმაციით, წყალმომარაგების მიწოდების აღდგენის შემდეგ, შესაძლოა სარემონტო სამუშაოების გამო, წყალი იყოს მცირედით ამღვრეული, რაც გამოწვეულია მილზე არსებული ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო მინერალების ჩამორეცხვით.
„ბათუმის წყალი“ მომხმარებლებს აფრთხილებს, რომ წყლის მიწოდების აღდგენის შემდეგ, გააღონ ონკანი და წყალი ადინონ რამდენიმე წუთით, შესაძლო ამღვრეული წყლის გამოშვების მიზნით.
სარემონტო სამუშაოების გამო წყალმომარაგება შეუწყდება შემდეგ ქუჩებს : მაქაცარიას ქუჩას, ვლადიმერ მაიაკოვსკის ქუჩას, ბაქოს ქუჩას (იმედაშვილის ქუჩიდან შავშეთის ქუჩამდე), კანდელაკის ქუჩას, მერკვილაძის ქუჩას, შავშეთის ქუჩას (ბაქოს ქუჩიდან წერეთლის ქუჩამდე), ალექსანდრე ჩხაიძის ქუჩას, ფადიმე გოგიტიძის ქუჩას, ქართველ იუნკერთა ქუჩას, სესილია თაყაიშვილის ქუჩას, შალვა იოსელიანის ქუჩას, პაოლო იაშვილის ქუჩას, ლევან ქიქავას ქუჩას, შალვა დადიანის ქუჩას, სერგი მესხის ქუჩას, გულო აღა კაიკაციშვილის ქუჩას, რაფიელ ერისთავის შესახვევს, რაფიელ ერისთავის 1 ჩიხს, რაფიელ ერისთავის 2 ჩიხს, სერგი მესხი 1 შესახვევს, ნიკოლოზ გოგოლის ქუჩას, ფერიის დასახლებას, თედო სახოკიას ქუჩას, ვლადიმერ მაიაკოვსკის მე-3 ჩიხს, ვლადიმერ მაიაკოვსკის მე-4 ჩიხს, გიორგი წერეთლის ქუჩას, გიორგი ვოლსკის ქუჩას, რეზო თაბუკაშვილის ქუჩას, დანიელ ჭონქაძის ქუჩას, ნადიმ ნიჟარაძის ქუჩას, დიმიტრი სვიშევსკის ქუჩას, დიმიტრი სვიშევსკის 1 შესახვევს, დიმიტრი სვიშევსკის 1 ჩიხს, დიმიტრი სვიშევსკის მე-2 ჩიხს, ნადიმ ნიჟარაძის 1 ჩიხს, შინდისის ქუჩას, იოსებ ნონეშვილის ქუჩას, იუსუფ ფაღავას ქუჩას, დავით ბაქრაძის ქუჩას, სულეიმან დიასამიძის ქუჩას, ჯემალ ქათამაძის ქუჩას, სულეიმან დიასამიძის ჩიხს, ჯემალ ქათამაძის ჩიხს, თამარ მეფის ქუჩას, თამარ მეფის ჩიხს, შრომის ქუჩას, ზაქარია ჭიჭინაძის ქუჩას, ზაქარია ჭიჭინაძის ჩიხს, ხასან ლორთქიფანიძის ქუჩას, აგარაკის ქუჩას, კაზინეცის ქუჩას, ძმები ნობელების ქუჩას, ძმები ნობელების 1 შესახვევს, ძმები ნობელების მე-2 შესახვევს, სერგი მესხის მე-3 ჩიხს.

























