საშინაო და საგარეო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე „ინტერპრესნიუსი“ „შენების“ მოძრაობის ლიდერთს დავით უსუფაშვილს ესაუბრა.
- ბატონო დავით პოლიტიკური თვალსაზრისით ცხელი ზაფხული იწურება და ახლა სწორედ ის დროა, წლევანდელ ზაფხულში შიდა პოლიტიკაში განვითარებულ პროცესებზე ვისაუბროთ.
როგორ შეაფასებდით ამ ზაფხულის მოვლენებს და სავარაუდოდ, რა დაგვანახა ამ პროცესებმა?
- 2012 წლიდან მოყოლებული ვინაიდან პირველი შემოდგომა გველოდა, როცა არც ერთი არჩევნები არ ტარდებოდა იყო მოლოდინი, რომ ზაფხული შედარებით მშვიდ ვითარებაში ჩაივლიდა. მაგრამ ასე არ მოხდა. მოხდა პირიქით, 2019 წლის ზაფხული ჩვენს ისტორიაში პოლიტიკური თვალსაზრისით ერთ-ერთი ყველაზე ცხელი აღმოჩნდა.
ეს განაპირობა ქვეყანაში არსებულმა საკმაოდ ღრმა პოლიტიკურმა კრიზისმა, რომელიც ათწლეულების განმავლობაში გროვდებოდა და ვერ დავაღწიეთ თავი. ასევე ეს იყო საპრეზიდენტო არჩევნების პოლიტიკურად ვერ დამთავრების შედეგი.
2019 წლის ზაფხული ჩვენს ისტორიაში პოლიტიკური თვალსაზრისით ერთ-ერთი ყველაზე ცხელი აღმოჩნდა... საპრეზიდენტო არჩევნებმა კულმინაციის წერტილამდე აიყვანა საქართველოში მიმდინარე სამოქალაქო ცივი ომი. მე ამ ტერმინს სრულიად შეგნებულად ვხმარობ
მუხტი რომელიც საპრეზიდენტო არჩევნების დროს დაგროვდა, არსად წასულა. არადა, დემოკრატიულ საზოგადოებაში არჩევნები იმიტომაა მოგონილი, რომ დაგროვილ მუხტს და პრობლემებს პასუხები უნდა გაეცეს და არჩევნების შემდგომ პერიოდში ქვეყანა და საზოგადოება ასე თუ ისე დამშვიდდეს.
მოხდა პირიქით, საპრეზიდენტო არჩევნებმა კულმინაციის წერტილამდე აიყვანა საქართველოში მიმდინარე სამოქალაქო ცივი ომი. მე ამ ტერმინს სრულიად შეგნებულად ვხმარობ.
საზოგადოებაში არსებული დაპირისპირების მახასიათებლებით, - ამაში პოლიტიკური შემადგენლობების რაოდენობრივ მაჩვენებლებს ვგულისხმობ, ასევე იმას, რომ ადამიანები ერთმანეთს ვეღარ იტანენ ერთ საერთო ქვეყანაში, - დაპირისპირება სწორედ რომ სამოქალაქო ომის პარამეტრებს უახლოვდება. ჩვენ ამ სამოქალაქო ცივი ომით ბოლო სამი თვე ცხელი ზაფხული გავიარეთ.
საზოგადოებაში არსებული დაპირისპირების მახასიათებლებით, - ამაში პოლიტიკური შემადგენლობების რაოდენობრივ მაჩვენებლებს ვგულისხმობ, ასევე იმას, რომ ადამიანები ერთმანეთს ვეღარ იტანენ ერთ საერთო ქვეყანაში, - დაპირისპირება სწორედ რომ სამოქალაქო ომის პარამეტრებს უახლოვდება
- დამკვირვებელთა საკმაოდ დიდი ნაწილი თვლის, რომ „რუსთავი-2“-თან დაკავშირებით სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ ხელისუფლება შეტევაზე გადავიდა. თან ბევრი მიმართულებით. ეს პროცესი რომ დაწყებულია, ცხადია, მაგრამ დასრულებული რომ არაა, ფაქტია.
ვგულისხმობ 20-21 ივნისის თემას, ხაზარაძისა და ანაკლიის პროექტთან დაკავშირებულ პრობლემებს. „რუსთავი-2“-ის თემა დასრულებულია, მაგრამ თუ მანამდე ხელისუფლებას ერთი „რუსთავი-2“-ის ატანა უჭირდა, ახლა ამ ტელევიზიის მსგავს ორ ტელევიზიას მიიღებს.
თქვენი დაკვირვებით, სავარაუდოდ, რას უნდა ნიშნავდეს სხვადასხვა მიმართულებით ხელისუფლების მიერ გადადგმული მკვეთრი ნაბიჯები?
- სტრასბურგის გადაწყვეტილება იყო მნიშვნელოვანი, მაგრამ არა გადამწყვეტი ფაქტორი ხელისუფლების ნაბიჯების. ვთვლი, რომ ბოლო თვეებში ხელისუფლების გაშიშვლებული პოლიტიკა გახლავთ იმ ტოტალური წარუმატებლობის შედეგი, რაც ივანიშვილმა დაახლოებით 2 წლის წინ გაიაზრა, შეეცადა პრობლემების მოგვარებას და ამისთვის მოუწია პოლიტიკაში დაბრუნებამ.
გამოგვიცხადა, რომ ერთ წელიწადში პარტიასაც დაალაგებდა, მთავრობასაც და ქვეყანასაც. მაგრამ, გავიდა ის ერთი წელი და რამე დალაგების ნაცვლად მას პარტიაც უფრო მეტად აერ-დაერია, მთავრობაც და ქვეყანაც. ამასობაში კი წინ საპარლამენტო არჩევნებია.
გამოგვიცხადა, რომ ერთ წელიწადში პარტიასაც დაალაგებდა, მთავრობასაც და ქვეყანასაც. მაგრამ, გავიდა ის ერთი წელი და რამე დალაგების ნაცვლად მას პარტიაც უფრო მეტად აერ-დაერია, მთავრობაც და ქვეყანაც. ამასობაში კი წინ საპარლამენტო არჩევნებია
ასეთ ფონზე ივანიშვილისთვის და სხვებისთვის, ვისთანაც ის განიხილავს პოლიტიკურ ნაბიჯებს, საკითხი ასე დადგა - პარტია „ქართული ოცნების“ გაუმჯობესება არის შეუძლებელი ამოცანა. ანუ უკეთეს ის ვერ აკეთებს იმისთვის, რომ ხალხს არჩევნებისთვის თავი მოაწონოს.
ამიტომ დარჩა ერთადერთი გზა - შესაძლო ოპონენტების მაქსიმალური გაუვნებელყოფება და პოლიტიკური კონკურენციის ველის მაქსიმალური შევიწროება.
ამ მიმართულებით გახედვისას მისთვის მნიშვნელოვანი გახდა მეორე ამბავი - გარდა ტრადიციული, მისთვის სასურველი ოპონენტის, სააკაშვილის და მისი გუნდის სახით, ქვეყანაში გაჩნდა მოთხოვნილება სხვა ძალებზე და ასეთი სხვა ძალების კონტურები ნელ-ნელა გამოჩნდა.
ივანიშვილი მიხვდა, რომ მხოლოდ ტრადიციული ოპონენტის დისკრედიტაციით „ოცნება“ ფონს ვერ გავიდოდა და გადაწყვიტა ოპოზიციური ველის მაქსიმალურად შევიწროება. ამ ველზე კი მთავარი ოპონენტები არიან მედია და ბიზნესი, რომელთაც შესაძლოა გაუჩნდეს სურვილი პოლიტიკურ პროცესებს თავისი მონაწილეობით მიეხმარონ.
ივანიშვილი მიხვდა, რომ მხოლოდ ტრადიციული ოპონენტის დისკრედიტაციით „ოცნება“ ფონს ვერ გავიდოდა და გადაწყვიტა ოპოზიციური ველის მაქსიმალურად შევიწროება. ამ ველზე კი მთავარი ოპონენტები არიან მედია და ბიზნესი, რომელთაც შესაძლოა გაუჩნდეს სურვილი პოლიტიკურ პროცესებს თავისი მონაწილეობით მიეხმარონ
ანუ თუ ივანიშვილი პოლიტიკურ პროცესებში მიაღწევს მონოპოლიას მედიასთან და ფინანსებთან დაკავშირებით ჩათვლის, რომ ამით მოახდენს თავისი გუნდის ნაკლოვანებების კომპენსირებას.
ამიტომაცაა მასირებული და ფოკუსირებული შეტევები „რუსთავი-2“-ზე და სანამდე მივედით, ხედავთ, მეორე მხრივ კი ტვ-პირველის გარშემო ქორებივით ტრიალი. ხაზარაძის ბრალდებების სიაში წერეთლის გვარის ჩამატებით ტვ-პირველის გარშემო სურთ რაღაც პრობლემების მოგვარება.
ივანიშვილი პოლიტიკურ პროცესებში მიაღწევს მონოპოლიას მედიასთან და ფინანსებთან დაკავშირებით ჩათვლის, რომ ამით მოახდენს თავისი გუნდის ნაკლოვანებების კომპენსირებას
ავთო წერეთლის პასუხისგებაში მიცემა პირდაპირ უკავშირდება იმას, რომ ხელისუფლებამ ვერ მიაღწია სასურველ შედეგს ტელევიზიასთან დაკავშირებით, როცა მისი მფლობელი დაიბარეს თავის ტერიტორიაზე.
- თუ ადრე ხაზარაძის საქმესთან დაკავშირებით იყო ეჭვები, რომ „თიბისი ბანკთან“ და ანაკლიის პროექტთან დაკავშირებით პოლიტიკური მოტივი შესაძლოა არ ყოფილიყო, მას შემდეგ რაც პროკურატურამ წერეთელს წაუყენა ბრალი და მისი საქმე ხაზარაძისას მიება, რასაც წინ უძღოდა ხაზარაძე-ჯაფარიძის მიერ პოლიტიკური მოძრაობის დაანონსება, მათ კი სულ ახლახან ქონება დაუყადაღეს, სულ ნაკლებად რჩება შთაბეჭდილება, რომ ამ საქმეებს პოლიტიკური საფუძველი არ აქვს.
2011 წელს პოლიტიკურ სცენაზე გამოსულმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა - „შუა უნდა გაიკრიფოს“. 2012 წლიდან მოყოლებული ჩვენ შუის გაკრეფის არაერთი ეტაპი ვნახეთ. შეიძლება ითქვას, რომ „შუის გაკრეფის“ ახალი ეტაპია ქვეყანაში დაწყებული? თუ კი, ახლა რამდენად წარმატებული შეიძლება აღმოჩდეს იგი?
- თუ ამ ტერმინის წარმომავლობის ისტორიას გავიხსენებთ, მე მქონდა ამ თემებზე ივანიშვილთან საუბარი და კარგადაც მახსოვს, რომ იგი „შუის გაკრეფაში“ გულისხმობდა სააკაშვილის ორბიტაზე, არააფიშირებულად, მაგრამ შინაარსობრივად მყოფი პოლიტიკურ ჯგუფებისა და ძალების გაკრეფას.
ივანიშვილს შუის გაკრეფის კონცეფცია ნელ-ნელა გადაეზარდა ყველას და ყველაფრის გაკრეფაში გარდა საკუთარი თავისა და სააკაშვილისა.
- მათ შორის იმ გუნდის, რომელიც 2011 წელს შემოიკრიბა...
- დიახ. ივანიშვილი საუბრობდა, რომ სააკაშვილის ორბიტაზე მყოფი ხალხი უნდა გაიკრიფოს და პატიოსანი პოლიტიკური ბრძოლა და კონკურენცია გაჩაღდეს, მაგრამ მისმა ამ კონცეფციამ მიგვიყვანა იქამდე, რომ ახლა პოლიტიკაში ყველა ზედმეტია.
არა აქვს მნიშვნელობა სააკაშვილის ორბიტაზეა თუ სხვა ორბიტაზე. როგორც ჩანს, ახლა ივანიშვილის შუის გაკრეფის კონცეფცია ეხება ყველას, ვინც მის ორბიტაზე არაა, უკვე გასაკრეფია, რადგან სახიფათო და პრობლემურია.
დიახ, ხაზარაძე - წერეთლის საქმე ახლა უკვე პოლიტიკურია
ივანიშვილის ნაბიჯების ტრაგიკომიზმი იმაშია, რომ რასაც ებრძვის სინამდვილეში იმას აძლიერებს. მაგალითად, ხაზარაძესთან ივანიშვილის კონფლიქტი არა მგონია თავიდან პოლიტიკური ყოფილიყო.
შესაძლოა, ეს თავიდან იყო პერსონალური, ფინანსური ან კიდევ სხვა. აქ ბევრი თემებია. მაგრამ, ივანიშვილს აქვს „ნიჭი“, რომ პოლიტიკურში გადაიყვანოს ამ ტიპის ურთიერთობები. დიახ, ხაზარაძე- წერეთლის საქმე ახლა უკვე პოლიტიკურია.
- მას შემდეგ, რაც მმართველი გუნდი გამოვიდა ინიციატივით 2020 წლის არჩევნების მხოლოდ პროპორციული სისტემით ჩატარების შესახებ, ფაქტია, რომ გაღრმავდა ოპოზიციური ძალების ფრაგმენტაცია.
ეს ყველაფერი ხდება იმ განცხადებების ფონზე, როცა მმართველი გუნდის ლიდერები ასახელებენ იმ ძალებს, რომლებთანაც ისინი არავითარ შემთხვევაში არ ითანამშომლებენ. არადა, ახლა ცხადად ჩანს, რომ 2020 წლის არჩევნების შედეგად „ოცნება“ სხვა ძალების გარეშე მთავრობის დაკომპლექტებას ვერ შეძლებს.
ასეთ ვითარებაში რჩება შთაბეჭდილება, რომ მმართველი ძალა ან თავად არჩევს ვინ იქნება მისი „ოპონენტი“, ან სწორედ ახლა უკაფავს გზას ისეთ ძალებს, რომელიც მისთვის მისაღებია. ამგვარი შთაბეჭდილება რამდენად საფუძვლიანია?
- „ოცნებისთვის“ სრულიად აშკარაა, რომ მას ძალაუფლების შესანარჩუნებლად რაღაც კომბინაციების გათამაშება დასჭირდება. რა კომბინაციაზე გააკეთებს აქცენტს მე არ ვიცი და ნაკლებად მაინტერესებს. რატომ? მოგახსენებთ.
თუ ჩვენ ყველა - საზოგადობა, პოლიტიკური ძალები, კომენტატორები, ექსპერტები, ივანიშვილის აზრების ირგვლივ ვიტრიალებთ, მაშინ ის, რა თქმა უნდა, მოიგებს. ჩემი ღრმა რწმენით, ამ კონკრეტულ ვითარებაში უახლოეს ხანებში გვექნება საინტერესო პროცესები.
თუ ჩვენ ყველა - საზოგადობა, პოლიტიკური ძალები, კომენტატორები, ექსპერტები, ივანიშვილის აზრების ირგვლივ ვიტრიალებთ, მაშინ ის, რა თქმა უნდა, მოიგებს. ჩემი ღრმა რწმენით, ამ კონკრეტულ ვითარებაში უახლოეს ხანებში გვექნება საინტერესო პროცესები
დიახ, პროპორციული არჩევნების ნულოვანი ბარიერით ჩატარების პერსპექტივამ გამოიწვია ოპოზიციის არა ინტეგრაციისკენ, არამედ ფრაგმენტაციისკენ მოძრაობა. შეიძლება სხვაგვარადაც ვთქვათ, - ვისაც 3-4 ქორწილის, ან ქელეხის სუფრაზე უთამადია, გაუჩნდა განცდა, რომ პარლამენტში მოხვედრას რა უნდა. ამიტომ, შევალ პარლამენტში და შემდეგ იქ მოვძებნი პარტნიორებს.
ეს ყველაფერი გარდაუვალი შედეგი იყო მას შემდეგ რაც გაჟღერდა, რომ 2020 წლის არჩევნები ნულოვანი ბარიერით პროპორციული სისტემით ჩატარდებოდა.
თუმცა, შემოდგომაზე ჩვენ გვექნება საკმაოდ საინტერესო, ხმაურიანი პროცესები, მაგრამ მგონია, რომ ადრე გაზაფხულისთვის გამოჩნდებიან საკმარისად პასუხისმგებლიანი პოლიტიკოსები და პოლიტიკური გუნდები, რომლებიც დაინახავენ ძალიან მარტივ ჭეშმარიტებას - ქვეყანაში საჭიროცაა და შესაძლებელიცაა სერიოზული პოლიტიკური ძალის გამოჩენა, რომელსაც რეალურად და ობიექტურად ეტყობა კოჭებში, რომ შეუძლია ქვეყნის უკეთ მართვა. ქვეყნის მართვის სურვილი აქვს კი არა, არამედ რეალურად ადასტურებს, რომ მას ქვეყნის უკეთ მართვა შეუძლია.
ადრე გაზაფხულისთვის გამოჩნდებიან საკმარისად პასუხისმგებლიანი პოლიტიკოსები და პოლიტიკური გუნდები, რომლებიც დაინახავენ ძალიან მარტივ ჭეშმარიტებას - ქვეყანაში საჭიროცაა და შესაძლებელიცაა სერიოზული პოლიტიკური ძალის გამოჩენა, რომელსაც რეალურად და ობიექტურად ეტყობა კოჭებში, რომ შეუძლია ქვეყნის უკეთ მართვა. ქვეყნის მართვის სურვილი აქვს კი არა, არამედ რეალურად ადასტურებს, რომ მას ქვეყნის უკეთ მართვა შეუძლია
ასეთ პოლიტიკურ გუნდს სჭირდება არა 2 და 3 პოლიტიკური ლიდერია, არამედ 200 და 300 სერიოზული პოლიტიკური ლიდერი, რომელთა შეხედულებები, ბიოგრაფიები და გაკეთებული საქმეების ანალიზი ნათლად დაადასტურებს, რომ მათ ქვეყნის მართვა უკეთ შეუძლიათ. პარლამენტში ფრაგმენტირებული ოპოზიციის მოხვედრა წყალს ივანიშვილის წისქვილზე დაასხამს.
პარლამენტში ფრაგმენტირებული ოპოზიციის მოხვედრა წყალს ივანიშვილის წისქვილზე დაასხამს
თუ ივანიშვილი პარლამენტში ფრაგმენტირებული ოპოზიციის ნაწილებს დაინახავს, მას იმის განცდა ექნება, რომ მათთან იოლად ითანამშრომლებს.
- ტვ-პირველთან დაკავშირებით თქვენ საკმაოდ საინტერესო განცხადება გააკეთეთ - „ხელისუფლებისთვის შეგონებები და მითქმა-მოთქმა აბსოლუტურად უშედეგოა, საჭიროა დაუყოვნებლივი მოქმედება.“ მოქმედებაში იგულისხმეთ ტვ-პირველის გადარჩენის ფონდის შექმნა და მასში მოქალაქეების აქტიურობა.
თუ საკითხს უფრო ფართოდაც შეხვედავთ, მხედველობაში მაქვს ის, რომ ოპოზიციური ფლანგის დღის წესრგშია გაერთიანების, გაძლიერების პრობლემა, თქვენი აზრით, რა უნდა გააკეთონ ოპოზიციურმა ძალებმა იმისათვის, რომ მმართველ გუნდს გაუჩნდეს იმის განცდა, რომ 2020 წლის არჩევნებისთვის მისი სერიოზული ალტერნატივა არსებობს?
- შესაძლოა ბევრს მიამიტურად მოეჩვენოს ჩემი ეს ფრაზა, მაგრამ მართლაც ამაშია საქმის არსი. ჩვენ კონსტიტუციაში ამაყად გვიწერია ფრაზა - ხელისუფლების წყაროა ხალხი.
თუ ეს ფრაზა და კონცეფცია არ იქნა რეალობა, მაშინ ყოველთვის განწირული ვიქნებით სხვადასხვა ტიპის მესიანისტური იდეებით შეპყრობილი ადამიანების ხელში აღმოსაჩენად, რომელთა მანიპულაციის მხვერპლი ვიქნებით მუდამ.
პირველი, რისი დემონსტრირებაცაა საჭირო, არის არა ხელისუფლების ალტერნატიული პოლიტიკური ძალის გაჩენა, არამედ პოლიტიკურ ასპარეზზე უალტერნატივო სამოქალქო საზოგადოების გამოსვლა. ტვ-პირველთან დაკავშირებით ჩემი შემოთავაზება სწორედ ამას უკავშირდებოდა.
პირველი, რისი დემონსტრირებაცაა საჭირო, არის არა ხელისუფლების ალტერნატიული პოლიტიკური ძალის გაჩენა, არამედ პოლიტიკურ ასპარეზზე უალტერნატივო სამოქალქო საზოგადოების გამოსვლა. ტვ-პირველთან დაკავშირებით ჩემი შემოთავაზება სწორედ ამას უკავშირდებოდა
შესაძლოა, ტვ-პირველს სულ არ დასჭირდეს რაიმე სახის ფინანსური დახმარება, მაგრამ, ვინაიდან გვაქვს მწარე გამოცდილებები ამ თვალსაზრისით და ვართ საქართველოს მოქალაქეები, ჩვენ უნდა გამოვაცხადოთ - თუ საჭირო გახდა, მე და ჩვენ ვართ ამ ფონდის ერთ-ერთი შემწირველები.
რატომ? ზუსტად ვიცი, რომ ჩვენს ქვეყანაში პოლიტიკური პროცესების ნორმალურად განვითარებას სჭირდება ხელისუფლების კონტროლის ქვეშ არმყოფი მედიასაშუალების არსებობა.
კონკრეტულად ტვ-პირველთან დაკავშირებით ამ პოზიციის დაკავება არის შესაძლებელი გაცილებით მეტად, ვიდრე ეს იყო „რუსთავი-2“-თან დაკავშირებით. იმიტომ, რომ ის გარკვეული სტიგმები, რომელიც ხშირად რეალობასთან ახლოს იყო - რაკი „რუსთავი-2“-ს ეხმარები, ე. ი. სამოქალაქო ომში ჩართულ ერთ მხარეს ეხმერები.
არ მინდა მიკერძოებად ჩამეთვალოს, მაგრამ ამის გაკეთებაა საჭირო არა მარტო მხოლოდ ტვ-პირველთან, არამედ ტვ-პალიტრასთან, ანდაც „კავკასიასთან“ დაკავშირებით, ამ ტიპის სამოქალაქო აქტივობა პოლიტიკური თვალსაზრისით ნეიტრალური პოზიციის პირობებშია შესაძლებელი.
დიახ, მე და სამოქალაქო აქტივისტებს უნდათ რომ სხვადასხვა პარტიები ჩანდნენ ამ ტელევიზიებში. იმიტომ რომ თავისუფალი სიტყვა ისმოდეს. ესაა იმის გამოვლინებაც, რომ ხელისუფლების წყარო ხალხია.
ხელისუფლების კონტროლიდან გასულ მედიებზე შეტევა, ბიზნესმენებზე შეტევა, რომ მათ დამოუკიდებელი მედიასაშუალებები არ დააფინანსონ, ვნებს როგორ პოლიტიკურ პროცესს, ისე ხელისუფლებასაც.
ხელისუფლების კონტროლიდან გასულ მედიებზე შეტევა, ბიზნესმენებზე შეტევა, რომ მათ დამოუკიდებელი მედიასაშუალებები არ დააფინანსონ, ვნებს როგორ პოლიტიკურ პროცესს, ისე ხელისუფლებასაც
მოქალაქეების მხრიდან, და რაც ძალიან მნიშვნელოვანია ბიზნესწრეების მხრიდან თავისუფალი მედიასაშუალებების მხარადჭერა იქნებოდა ყველაზე ეფექტური იარაღი ხელისუფლების კონტროლის გასაძლიერებლად. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, როცა ხელისუფლება დაუკრეფავში გადადის.
მაშინ, როცა მედიის დაცვის აქტივობებში პოლიტიკურად ნეიტრალური ადამიანები იღებენ მონაწილეობას, სწორედ მაშინაა ხელისუფლება ყველაზე უსუსური. ხელისუფლებამ სარალიძის თემაზე მაშინ დაიხია უკან, როცა პროკურატურასთან შეიკრიბა ხალხი, პოლიტიკური სახეები, რომლებიც ერთმანეთს წლობით იყვნენ დაპირისპირებული და ერთმანეთს არც კი ესალმებოდნენ და იკითხეს - ეს რა ხდება? ასეთივე რამ მოხდა, გავრილობის ინციდენტისას. რუსთაველზე გავიდა ხალხი, ვინც ჩათვალა, რომ გავრილოვის პარლამენტში გამოჩენის გაპროტესტება არ იყო მხოლოდ ერთი პარტიის საქმე.
ვიმეორებ - ხალხის აქტიურობას შეუძლია მედიის დაცვაც და ქვეყნისთვის სასიკეთო სხვა პროცესებისთვის ხელშეწყობაც.
- შემოდგომაზე ოპოზიციურ ფლაგზე ბევრი რამ უნდა დალაგდეს. სწორად გავიგე თქვენი ნათქვამი?
- კრებსითად ოპოზიცია ვერანაირ გეგმებში ვერ დალაგდება, ეს გასაგებია, ვინაიდან ოპოზიციაში არის და იქნება სხვადასხვა ფლანგები, მაგრამ უნდა დალაგდნენ თავად ფლანგები.
ვინც თვლის, რომ სამოქალაქო ომში რომელიმე მხარეს უნდა დადგეს, ეს იქნება არსებული ხელისუფლება თუ წინა ხელისუფლება, მოუწევს ამ არჩევანის გაკეთება, იმიტომ რომ არჩევანის გასაკეთებლად ბევრი დრო აღარ რჩება.
ვინც თვლის, რომ სამოქალაქო ომში რომელიმე მხარეს უნდა დადგეს, ეს იქნება არსებული ხელისუფლება თუ წინა ხელისუფლება, მოუწევს ამ არჩევანის გაკეთება, იმიტომ რომ არჩევანის გასაკეთებლად ბევრი დრო აღარ რჩება
ვინც თვლის, რომ დაპირისპირებულ მხარეებს შორის ომში ჩართვა კი არ არის სწორი საქციელი, არამედ იმ პოლიტიკური გუნდის გამოკვეთა, რომელიც ომში ჩართულ მხარეებს დააკარგვინებს ექსკლიუზიურობის განცდას, რომელიც ეფუძნება ხედვას - ან ჩვენ, ან ისინი. ეს ისაა, რაც პოლიტიკურ ძალთა შორის არსებული გააფრთების მთავარი წყაროა.
ძალას, რომელიც გამოჩნდება ამ ომში მესამე ძალად, შეუძლია კიდევ უფრო დააზარალოს ქვეყანა. საზოგადოებამ მხარი უნდა დაუჭიროს იმის შემძლე ძალას, რომელსაც შეუძლია ამ ომის დიდი ზავით დამთავრება.
ძალას, რომელიც გამოჩნდება ამ ომში მესამე ძალად, შეუძლია კიდევ უფრო დააზარალოს ქვეყანა. საზოგადოებამ მხარი უნდა დაუჭიროს იმის შემძლე ძალას, რომელსაც შეუძლია ამ ომის დიდი ზავით დამთავრება
ომში ჩართულ ძალებს ერთმანეთთან გამარჯვება არ შეუძლიათ. ასეა, თუნდაც იმის გამო, რომ ორივეს წარმოდგენაში გამარჯვება ოპონენტის განადგურებაა. ეს კი შეუძლებელია.
უნდა გამოჩნდეს პოლიტიკური ძალა, რომელიც ერთმანეთთან სამოქალაქო დაპირისპირებაში მყოფ ძალებს ერთ საერთო ქვეყანაში თანაარსებობის ფორმულას შესთავაზებს.
ადამიანებს, ვისაც კანონთან აქვს პრობლემები, იმათ მართლა დამოუკიდებელი პროკურატურა მიხედავს, უნდა გავაცნობიეროთ, რომ ქვეყანა დაზავებისა და აღმშენებლობის გზაზეა გასაყვანი.
ამ პროცესში, ანუ ამგვარი პოლიტიკური ძალის ფორმირებაში მე პირადად აქტიურად ვარ ჩართული. ოპოზიციურ ფლანგზე დალაგებაში ჩემს ამოცანად იმ საფუძვლებზე დალაგებაში ხელშეწყობას და ამ პროცესში ადრე გაზაფხულიდან ჩართვას ვხედავ.
- ანაკლიის პროექტის თემა ძალიან აქტუალურია და მას გვერდს ვერ ავუვლით. ყველა აღიარებს, რომ ანაკლიის პორტს სტრატეგიული თვალსაზრისით საქართველოსთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. ბევრს საუბრობენ იმაზე, თუ რა ემუქრება საქართველოს ანაკლიის პორტის პროექტის ჩავარდნის შემთხვევაში.
ამ თემაზე ხელისუფლების მხრიდან ხან ოპტიმისტური, ხანაც საკმაოდ ორაზროვანი განცხადებები კეთდება. თქვენი დაკვირვებით ანაკლიის პროექტთან დაკავშირებით ხელისუფლების მხრიდან რეალურად რასთან გვაქვს საქმე?
- როცა ანაკლიის პორტზე საუბრები იწყებოდა, არა მგონია, რომ ამ დონეზე ჰქონდა გააზრებული ვინმეს, თუ რა მნიშვნელობას შეიძენდა ის დროთა განმავლობაში. იმ პროცესმა, რაც ამ პროექტთან დაკავშირებით განვითარდა, მას დამატებით მნიშვნელობა შესძინა, რადგან ის რაღაც საჯილდაო ქვადაც კი იქცა, რის გამოც კიდევ უფრო გაიზარდა მისი მნიშვნელობა.
პორტთან დაკავშირებული ფინანსური თუ პერსონალური ანდაც ტექნიკური და სხვა ტიპის თემები ყველაზე მარტივად მოსაგვარებელი საკითხებია იმასთან შედარებით რაც სრულიად აშკარაა, რომ ანაკლიის პროექტს გლობალურ-პოლიტიკური კონტექსტი აქვს, რომელიც ამ პროექტის გარშემოა შეკრული.
პორტთან დაკავშირებული ფინანსური თუ პერსონალური ანდაც ტექნიკური და სხვა ტიპის თემები ყველაზე მარტივად მოსაგვარებელი საკითხებია იმასთან შედარებით რაც სრულიად აშკარაა, რომ ანაკლიის პროექტს გლობალურ-პოლიტიკური კონტექსტი აქვს, რომელიც ამ პროექტის გარშემოა შეკრული
კერძოდ, იმ პირობებში, როდესაც საქართველოს დასავლური უსაფრთხოების სისტემაში სწრაფი სრულფასოვანი ინტეგრაცია შეფერხებულია ბევრი მიზეზის გამო, ანაკლიის პორტმა განსაკუთრებული დატვირთვა შეიძინა, რათა მშებენლობის პროცესის დაწყება გამოყენებულიყო იმ ვაკუუმის შესავსებად, რომელიც ობიექტური რეალობებიდან გამომდინარეობს.
მხედველობაში მაქვს ის, რომ დღეს საქართველოს არ აქვს უსაფრთხოების ქოლგა და არაა ნატოს წევრი. უსაფრთხოების თვალსაზრისით ამ ვაკუუმის შემვსების როლი და ფუნქცია შესაძლებელი იყო დაკისრებოდა ანაკლიის პორტს.
ამ ვითარებაში, ჩემი აღქმით, ივანიშვილი ხელისუფლების ტაქტიკურ საძალაუფლებო ამოცანებს წინა პლანზე აყენებს და მას სწირავს ანაქკიის პროექტის ძალიან გრძელვადიან და მნიშვნელოვან თემას.
ივანიშვილი ხელისუფლების ტაქტიკურ საძალაუფლებო ამოცანებს წინა პლანზე აყენებს და მას სწირავს ანაქკიის პროექტის ძალიან გრძელვადიან და მნიშვნელოვან თემას
ვითარებაში, როცა ივანიშვილს დაკარგული აქვს ნდობა დასავლურ დემოკრატიულ საზოგადოებებში, დასავლეთის პოლიტიკურ წრეებსა და სახელმწიფო ლიდერებში, მეტი და მეტი კრიტიკა ესმის, ჩემი ღრმა რწმენით, მას თვალი გაექცა ცნობილი მიმართულებით. რუსეთი მას არანაირ საყვედურს არ ეტყვის შიდა დემოკრატიის გამო, ინსტიტუტების გამო, თუკი ჩათვლის, რომ რამე საკითხებში შესაძლებელია საერთო ენის გამონახვა.
ეს ხდება არა იმის ინტერესიდან გამომდინარე, რომ მას საქართველოს რუსეთისთვის ჩაბარება უნდა. მე არ მჯერა და არც არასდროს მჯეროდა, რომ ივანიშვილის აქვს ქვეყნის კრემლისთვის ჩაბარების გეგმა. არა, ეს ასე არაა.
მაგრამ, მას ზოგადად სჩვევია, რომ ტაქტიკურ მოკლევადიან შედეგზე უფრო არის ხოლმე ორიენტირებული და გრძელვადიან პრობლემებს იქმნის თავისთვისაც და ქვეყნისთვისაც.
ივანიშვილს სჩვევია, რომ ტაქტიკურ მოკლევადიან შედეგზე უფრო არის ხოლმე ორიენტირებული და გრძელვადიან პრობლემებს იქმნის თავისთვისაც და ქვეყნისთვისაც
ჩემი აზრით, ახლა ანაკლია რაღაცნაირად სწორედ ამ კონტექსტში ეწერება. ის თვლის, რომ თუ ეს პროცესი ქაოტურ რელსებზე გადავა, თუ გაჩნდება განცდა, რომ შეიძლება აშენდეს, მაშინ მოიპოვებს იმ ტიპის ღია თუ ფარულ მხარდაჭერას, რომელიც მას არჩევნებზე ამომრჩეველთან ურთიერთობაში გამოადგება.
ფრენები მოსკოვთან შეწყდა მთავრობის უთავობის გამო, მხედველობაში მაქვს გავრილოვის თბილისში უაზროდ ჩამოყვანა, პარლამენტში მოხვედრა და შემდეგ თბილისიდან ასევე უაზროდ გაგდება, რაზეც გაბრაზდა მოსკოვი და შეწყვიტა ფრენები.
ახლა ცოტა ხანში ფრენების აღდგენა შეიძლება გამოგვიცხადონ დიდ გამარჯვებად და ხალხს უთხრან აი, ჩვენ ვზრუნავთ თქვენზე. ეს აღდგენა კი შესაძლოა შედეგი იყოს იმის, რომ მთავრობამ ანაკლიის პროექტის რეალიზაციისკენ მიმავალი პროცესები შეაჩერა.
სამწუხაროდ, ასეთ მოკლევადიან საძალაუფლებო საარჩევნო საკითხებს ჩემი აზრით ეწირება ეს ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი, რომელსაც, კიდევ ვიმეორებ, იმ ვითარებაში, როდესაც ჩვენი უსაფრთხოების სწრაფი უზრუნველყოფის პროცესი არის შეფერხებული, ამ პროექტს შეძლო ამ ვაკუუმის შევსება.
სამწუხაროდ, ასეთ მოკლევადიან საძალაუფლებო საარჩევნო საკითხებს ეწირება ეს ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი, რომელსაც, იმ ვითარებაში, როდესაც ჩვენი უსაფრთხოების სწრაფი უზრუნველყოფის პროცესი არის შეფერხებული, ამ პროექტს შეძლო ამ ვაკუუმის შევსება
როგორც ჩანს, აბსოლუტური ძალაუფლების მქონე ხალხი ხშირად საღ აზრდაკარგულები არიან ხოლმე და ასეთ შეცდომებსაც უშვებენ.
- და თუ ისევ შემოდგომის თემას დავუბრუნდებით, თქვენი აზრით შემოდგომა ისეთი ცხელი იქნება როგორც ვარაუდობენ, თქვენი პროგნოზი როგორია?
- შემოდგომა იქნება ზაფხულზე უფრო ცხელი ბევრი მიზეზის გამო. არის სასამართლო პროცესები, არის პერსონალური თემები გადასაწყვეტი, არის მოსამართლეები დასანიშნი.
ყველას შევახსენებ, რომ პროპორციული არჩევნები ჯერ მხოლოდ პოლიტიკური დაპირებაა და მის რეალობად ქცევას სერიოზული პროცესები სჭირდება, რასაც ასე მწვავედ არსებულმა სხვა პრობლემებმა შესაძლოა ხელიც კი შეუშალოს.
”ინტერპრესნიუსი”
კობა ბენდელიანი