ყვარელში, სოფელ ახალსოფლის ტყეში ხანძრის ქრობის სამუშაოებში მეორე ვერტმფრენიც ჩაერთო

ყვარლის მუნიციპალიტეტეში, სოფელ ახალსოფლის ტყეში ხანძრის ლოკალიზება ამ დრომდე ვერ ხერხდება. ცოტა ხნის წინ ხანძრის ქრობის პროცესში სასაზღვრო პოლიცის მეორე ვერტმფრენიც ჩაერთო.

რთული რელიეფის გამო ადგილზე ხანძარსაწინააღმდეგო ტექნიკის მიყვანა ვერ ხერხდება, რის გამოც ლოკალიზებას ცოცხალი ძალა ცდილობს. სამუშაოებს ქარი აფერხებს.

ეროვნული სატყეო სააგენტოს წარმომადგენელის, დავით ალადაშვილის ინფორმაციით, ხანძრის მასშტაბები გაიზარდა და დაახლოებით, 10 ჰექტარს აღწევს. მისივე თქმით, ცეცხლი მრავალწლიან ფოთლოვან ხეებზეც გავრცელდა.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა