ყვარელში, ახალსოფლის ტყეში ხანძრის ქრობის სამუშაოებში ვერტმფრენები ხვალ დილიდან კვლავ ჩაერთვებიან

ყვარლის მუნიციპალიტეტში, სოფელ ახალსოფლის ტყეში ცეცხლის ქრობის სამუშაოები ვერტმფრენებმა დღეისთვის დაასრულეს.

ადგილზე კვლავ რჩება ცოცხალი ძალა. როგორც ადგილობრივი, ასევე თბილისიდან ჩამოსული მეხანძრე-მაშველთა ჯგუფი მთელი ღამის განმავლობაში ცეცხლის ლოკალიზებას შეეცდებიან.

ხვალ დილიდან კი, ავიაცია კვლავ ჩაერთვება ხანძრის ქრობის სამუშაოებში.

ასევე, მიმდინარეობს ტყეში გზის გაჭრა, რადგან სტიქიის ზონაში უფრო ახლოს მოხერხდეს სპეციალური ტექნიკის შეყვანა.

ამასთან, შეიქმნა საგანგებო შტაბი, რომელსაც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი თემურ მღებრიშვილი ხელმძღვანელობს.

შეგახსენებთ, სოფელ ახალსოფლის ტყეში ცეცხლი ხეებს და ხმელ ბალახს გუშინ გაუჩნდა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა