გორში, სოფელ საყავრესთან რამდენიმე მონაკვეთია დარჩენილი, სადაც მეხანძრე-მაშველები მუშაობას მთელი ღამის განმავლობაში განაგრძობენ
.webp)
გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ საყავრესთან ტყის მასივში გაჩენილი ხანძარი სრულად ლოკალიზებულია. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს.
ხანძრის ქრობის სამუშაოებში დღეს დილიდან კვლავ ჩართული იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ორი ვერტმფრენი.
როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, დარჩენილია რამდენიმე მონაკვეთი, სადაც მეხანძრე-მაშველები ცეცხლის ჩაქრობას მთელი ღამის განმავლობაში განაგრძობენ.

























