სენაკში, მდინარე ტეხურში 25 წლის ახალგაზრდა მამაკაცი დაიხრჩო

სენაკში, მდინარე ტეხურში ბანაობისას 25 წლის ახალგაზრდა მამაკაცი დაიხრჩო. უბედური შემთხვევა დღეს მოხდა.
როგორც "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

























