თორნიკე რიჟვაძემ მუხაესტატეში ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე მუხაესტატეში ინფრასტრუქტურული პროექტების შედეგებს გაეცნო. როგორც „ინტერპრესნიუსს“ აჭარის მთავრობიდან აცნობეს, თორნიკე რიჟვაძე მუხაესტატე-ბათნიძეებში იმყოფებოდა, სადაც გზის კეთილმოწყობა ივლისის ბოლოს დასრულდა.

მათივე ინფორმაციით, ახალი გზა დაეგო მუხაესტატე - ჩაის ფაბრიკა - გოგიტიძეების მიმართულებითაც. თითქმის 2 კმ სიგრძის მონაკვეთზე ასფალტბეტონის საფარი მოეწყო.

აჭარის მთავრობის ცნობით, წელს აჭარის საგზაო დეპარტამენტის ბიუჯეტიდან ქობულეთის მუნიციპალიტეტისთვის დაახლოებით 12,5 მილიონი ლარია გათვალისწინებული. საავტომობილო გზებზე მოეწყობა: 15,7 სიგრძის ასფალტბეტონის საფარი, 24 კმ. სიგრძის ბეტონის საფარი, აშენება 8 ახალი ხიდი და 45 ხელოვნური ნაგებობა.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა