კასპის მუნიციპალიტეტის სოფლების ვაკე-პანტიანის მისასვლელი და ქვემო ჭალასთან დამაკავშირებელი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები გრძელდება

კასპის მუნიციპალიტეტის მაღალმთიანი სოფლების ვაკე-პანტიანის მისასვლელი და ქვემო ჭალასთან დამაკავშირებელი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები გრძელდება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ კასპის მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს, ამჟამად 1100 გრძივ მეტრზე ასფალტის საფარის პირველი ფენის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს, პარალელურად ხორციელდება დარჩენილი 1500 გრძივი მეტრის წინა მოსამზადებელი სამუშაოები. მათივე ინფორმაციით, პროექტის ღირებულება 3 124 444 ლარია, რომელსაც ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული შპს „ენსისი“ ახორციელებს.

„კეთილმოწყობილი გზა გადაადგილების დროს კომფორტული იქნება როგორც ფეხით, ასევე ტრანსპორტით მოსიარულეთათვის“, - აღნიშნა კასპის მუნიციპალიტეტის მერმა მანუჩარ მერებაშვილმა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს