ხელისუფლების წარმომადგენლები ოზურგეთში მოსახლეობას ხვდებიან

ცენტრალური, საკანონმდებლო, სამხარეო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ოზურგეთში ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობენ.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს, სოფელ ოზურგეთში, ბაილეთსა და ნასაკირალში ხელისუფლების წარმომადგენლებსა და მოსახლეობას შორის მორიგი შეხვედრა შედგა. შეხვედრის ფარგლებში საუბარი სახელმწიფო და მუნიციპალურ პროგრამებს შეეხო. ამასთან, განსაკუთრებული ყურადღება ინფრასტრუქტურის, ჯანდაცვისა და სოფლის მეურნეობის პროექტებზე გამახვილდა.

უწყების ცნობით, სოფელ ოზურგეთის მოსახლეობამ პრიორიტეტულ საკითხად წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია, ხოლო სოფელ ბაილეთში გაზიფიცირების სამუშაოების დაწყება დაასახელა. ასევე, დაბა ნასაკირალის მოსახლეობამ დასაქმებისა და შიდა გზების მოწესრიგების საკითხები გამოყო. როგორც შეხვედრებზე აღინიშნა, მიღებული ინფორმაციის დამუშავების შედეგად, მოსახლეობის ინტერესები და საჭიროებები გათვალისწინებული იქნება.

მოსახლეობასთან შეხვედრებს პარლამენტის წევრები გიორგი ვოლსკი, თემურ ჭკუასელი, გია გაჩეჩილაძე, გურიის მხარის რწმუნებული ზურაბ ნასარაია, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სურსათის და სოფლის განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი თენგიზ კალანდაძე, მპგ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ოზურგეთის საოლქო ორგანიზაციის თავმჯდომარე მერაბ ჭანუყვაძე, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია და ოზურგეთის მერი კონსტანტინე შარაშენიძე ესწრებოდნენ.

სამინისტროს ინფორმაციით, მიმდინარე წელს დაბა ნასაკირალში და სოფელ ბაილეთში დაგეგმილია ამბულატორიების მშენებლობა; დაბა ნასაკირალში, ასევე, დაგეგმილია 600 მოსწავლეზე გათვლილი საჯარო სკოლის მშენებლობა. ამასთან, სოფელ ბაილეთში 2019 წელს გაზიფიცირების საპროექტო სამუშაოები განხორციელდება, სამშენებლო სამუშაოები კი 2020 წლისათვის დაიწყება.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა