თორნიკე რიჟვაძემ სარფში შეკრებილებს კოლხობის   დღესასწაული მიულოცა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად სარფში, ტრადიციულ სახალხო დღესასწაულს „კოლხობას“ დაესწრო.

მან დღესასწაულზე შეკრებილებს კოლხობის დღესასწაული მიულოცა და სახელმწიფოს გაძლიერება უსურვა.

„ეს არის ჩვენი ტრადიციების, ჩვენი მდიდარი კულტურისა და ფესვების დადასტურების დღესასწაული. კოლხეთი, ლაზეთი ეს არის ის კულტურა, სადაც პირველად დაირწა სახელმწიფოებრიობის აკვანი, სადაც პირველად ჩამოყალიბდა ჩვენი ცივილიზაცია. მნიშვნელოვანია, რომ თაობები უკვე ორმოცი წელია იკრიბებიან ამ დღის აღსანიშნავად. მინდა, გისურვოთ იმ დიდი სიძლიერის დაბრუნება, რაც მაშინდელ სახელმწიფოს გააჩნდა და კიდევ უფრო გაძლიერებულიყოს ჩვენი ქვეყანა“, - მიმართა თორნიკე რიჟვაძემ დღესასწაულზე შეკრებილებს.

სახალხო დღესასწაული პირველად 1978 წელს „ქვაომხაზობის“ სახელით გაიმართა. 1979 წლიდან კი დღესასწაული სარფის სანაპიროზე ,,კოლხობის” სახელით ტარდება. კოლხობა მეფე აიეტისა და მედეას მითთან არის დაკავშირებული.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა