ყვარლის მერი - ახალსოფლის ტყეში ცეცხლის გავრცელების საშიშროება არ არის

ყვარლის მუნიციპალიტეტის ახალსოფლის ტყეში ამ დროის მდგომარეობით ცეცხლის გავრცელების საშიშროება აღარ არის, - ამის შესახებ,"ინტერპრესნიუს" ყვარლის მერმა როსტომ სესიაშვილმა განუცხადა. როსტომ სესიაშვილის თქმით, ღია კერები თითქმის სრულად ლოკალიზებულია.

„დილიდან პროცესში ჩართულია ავიცია. შინაგან საქმეთა სამინისტროს სამი ვეტმფრენი უწყვეტად მუშაობს. ამის პარალელურად მძიმე ტექნიკა მუშაობს და გზის ნახევარი თითქმის გაწმენდილია, რის შემდეგაც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაღალი გამავლობის წყლამზიდი მანქანები შეძელებენ სტიქის ზონაში მუშაობას. მოგეხსენებათ რთული რელიეფის გამო ღია კერებთან გამკლავებას ცოცხალი ძალის მეშვებით ვახდენთ. ამ ეტაპზე დაკვამლიანება შემციდა და ხანძრის გავრცელების საშიშროება არ არსებობს", - აღნიშნა როსტომ სესიაშვილმა.

ამასთან, გუშინ შეიქმნა საგანგებო შტაბი, რომელსაც საგანგებო სიტუაციების მართვის საამსახურის უფროსი თემურ მღებრიშვილი ხელმძღვანელობს. შტაბის მიმდებარე ტერიტორიაზე მობილიზებულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სპეციალური მძიმე ტექნიკა.

არსებული ინფორმაციით, ხანძრის შედეგად დამწვარია 10 ჰექტარამდე ტერიტორია.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა