თორნიკე რიჟვაძე - ხელისუფლება მაქსიმალურად ახლოს უნდა იყოს მოსახლეობასთან

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ფერიისა და ახალშენის მოსახლეობას შეხვდა და მათ საჭიროებებს გაეცნო.

„ჩვენი ამოცანაა, რომ ყველა თქვენგანის ხმა ისმოდეს ხელისუფლების ყველა დონეზე. იქნება ეს აღმასრულებელი, პარლამენტი თუ სხვა ნებისმიერი უწყება, რომელიც ვალდებულია ემსახუროს ხალხს, ჩვენს ოჯახებს. სწორედ, ყოველდღიურ რეჟიმში კოორდინირებულად, ერთიანი ძალისხმევით იქნება შესაძლებელი ყველა იმ პრობლემის გადაჭრა, რომლებიც ხალხს აწუხებს,“ - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

ამასთან, როგორც „ინტერპრესნიუსს“ აჭარის მთავრობიდან აცნობეს, რეგიონის პირველმა პირმა მოსახლეობას სოფლის პროგრამები, საგანმანათლებლო და ჯანდაცვის ახალი პროექტები გააცნო. ასევე ისაუბრა საქართველოს მთავრობის იმ ინიციატივაზე, რომლის მიხედვითაც, ქვეყნის ბიუჯეტის 25% მომავალი თაობის განათლებაზე უნდა დაიხარჯოს. თორნიკე რიჟვაძე ჯანდაცვის კუთხით დაგეგმილ და მიმდინარე რეფორმებსაც შეეხო. ადგილობრივებს დაჰპირდა, რომ როგორც მუნიციპალიტეტი, ასევე ცენტრალური აპარატი საქართველოს მთავრობასთან ერთად, ყველაფერს გააკეთებს საცხოვრებლისა და მიწის დაკანონებასთან დაკავშირებული პრობლემების გადასაჭრელად.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა