გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ საყავრესთან ტყის მასივში გაჩენილი ხანძარი სრულად ლოკალიზებულია

გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ საყავრესთან ტყის მასივში გაჩენილი ხანძარი სრულად ლოკალიზებულია. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საგანგებოს სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს.

მათივე ინფორმაციით, ვითარება სრულად ექვემდებარება კონტროლს და ცეცხლის გავრცელების საშიშროება აღარ არის.

საგანგებოს სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციითვე, ცეცხლის ჩაქრობის პროცესში დილიდან უკვე აღარ იყო ვერტმფრენების გამოყენების საჭიროება. ამ ეტაპზე ადგილზე რჩებიან შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები.

შეგახსენებთ, რომ სოფელ საყავრეს მიმდებარედ ხანძარი 22 აგვისტოს გაჩნდა. ცეცხლი ტყის ქვედა საფარზე და ეკალ-ბარდზე იყო გავრცელებული. ხანძრის ქრობის სამუშაოებში სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენები იყო ჩართული.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო