აქციის მონაწილეებმა უშგულისკენ მიმავალი გზა გადაკეტეს

მესტიის სოფელ მულახის მოსახლეობამ პროტესტის ნიშნად უშგულისკენ მიმავალი გზა გადაკეტა. ისინი გზის რეაბილიტაციას ითხოვენ.

როგორც "ინტერპრესნიუსთან" მულახში მცხოვრებმა შორენა გულედანმა განუცხადა, სოფელში სხვა ინფრასტრუქტურული პრობლემებიც არის, თუმცა ამ ეტაპზე ყველაზე მნიშვნელოვანი საავტომობილო გზაა.

" მე-17 საუკუნის ურმის გზას დაემსგავსა ჩვენი სოფლის გზა. ტურისტებსაც ექმნებაათ პრობლემა და მოსახლეობასაც. რამდენი ხანია ამის მოგვარებას ვითხოვთ. სხვა ინფრასტრუქტურული პრობლემებიცაა. კოშკები ინგრევა, ყოველ ზაფხულს ამოდიან და ფოტოს უღებენ, მეტი არაფერი კეთდება“, - განაცხადა გულედანმა.

აქციის მონაწილეებს სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ალექსანდრე მოწერელია და მესტიის მერი კაპიტონ ჟორჟოლიანი შეხვდნენ. ჟორჟოლიანის ინფორმაციით, ადგილობრივმა მოსახლეობამ გადაკეტილი გზა გუბერნატორის თხოვნით უკვე გახსნა. მისივე თქმით, აქციის მონაწილეებს დღეს, 17.00 საათზე გუბერნატორთან ერთად შეხვდება და მათი პრობლემების გადაჭრის გზებზე იმსჯელებენ.

"დიდი ხანია ვიცი მათი პრობლემების შესახებ და ვიზიარებ მათ წუხილს. "გზები შესაკეთებელია. ადგილობრივ დონეზე რაც შეიძლება გადაწყვეტილიყო, ეს არის გზის რეაბილიტაცია, რაც ტენდერზე გავიდა და შერჩევა-შეფასების ეტაპზა. აქ არ არ არის მარტო გზის პრობლემა, აქ არის წყლის, კანალიზაციის პრობლემა. ასევე საუბარია სოფლის განვითარების გენგეგმის დამტკიცებაზე. დღეს მოსახლეობასთან შეხვედრა გვექნება და დეტალურად განვიხილავთ ყველაფერს", - აცხადებს მესტიის მერი.

მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს