ყვარლის მუნიციპალიტეტის  ახალსოფლის ტყეში ხანძარი ლოკალიზებულია

ყვარლის მუნიციპალიტეტის ახალსოფლის ტყეში ხანძარი ლოკალიზებულია. ინფორმაციას საგანგებო შტაბში ადასტურებენ. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის მოადგილემ ლევან ღირსიაშვილმა განაცხადა, ხანძარი ლოკალიზებულია და მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები.

ლევან ღირსიაშვილის თქმით, რთული რელიეფის გამო, სტიქიის ზონაში დაემატა თავდაცვის სამინისტროს სახანძრო ტექნიკა, რომელიც წყლით უზრუნლველყოფას მოახდენს.

„მთელი ღამის განმავლობაში ინტენსიურ რეჟიმში ხორციელდებოდა ქრობითი სამუშაოები. ამჟამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ხანძარი ლოკალიზებულია. უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობდა ქრობითი სამუშაოები. რთული რელიეფის გამო სამუშაოებში ჩაერთო თავდაცვის სამინისტროს სპეციალური მუხლუხოებიანი ტექნიკა,რომელიც მიაწვდის წყალს მეხანძრეებს. ამ ეტაპზე უკვე მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები", - აღნიშნა ლევან ღირსიაშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა