ირაკლი ქადაგიშვილი - ახალსოფლის ტყეში ხანძრის ყველა ეპიცენტრი ლოკალიზებულია და საბოლო ლიკვიდაციის ფაზა დაიწყება

ამ ეტაპზე ხანძრის ყველა ეპიცენტრი ლოკალიზებულია და უკვე შეიძლება დაიწყოს ცეცხლის ჩაქრობის საბოლო ლიკვიდაციის ფაზა, - განაცხადა კახეთის გუბერნატორმა ირაკლი ქადაგიშვილმა,რომელიც საგანგებო შტაბში იმყოფება.

ირაკლი ქადაგიშვილის თქმით, ახალსოფლის ტყეში სიტუაცია სრულად კონტროლდება და ხანძრის გავრცელების საშიშროება აღარ არსებობს.

გუბერნატორის თქმით,ხანძრის ქრობის სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს და ცოტა ხნის წინ დაემატა თავდაცვის სამინისტროს სახანძრო ტექნიკა.

„რაც შეეხება ფართობს, ხანძრის სრული ლიკვიდაციის შემდეგ შეიძლება ითქვას რა ფართობზეა საუბარი, თუმცა წინასწარი შემიძლია ვთქვა, რომ ეს არ იქნება იმ რაოდენობის, რომ ტყეს რამე გამოუსწორებელი ზიანი მიაყენოს", - განაცხადა კახეთის გუბერნატორმა ირაკლი ქადაგიშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო