გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ საყავრეს ტყეში  ხანძარი ლიკვიდირებულია

გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ საყავრესთან ტყის მასივში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია. ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განაცხადეს. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის მოადგილის ლევან ღირსიაშვილის თქმით, პრევენციის მიზნით ადგილზე მეხანძრე-მაშველების ჯგუფები რჩებიან.

"სოფელ საყვარეში ხანძარი ამ ეტაპისთვი ლიკვიდირებულია. განახევრებულია მეხანძრე-მაშველების პირადი შემადგენლობა. რომლებიც ინტენსიურ რეჟიმში ახორციელებდნენ ქრობით სამუშაოებს. მონიტორინგის მიზნით ადგილზე ვტოვებთ ჯგუფებს, რომლებიც უწყვეტ რეჟიმში განახორციელებენ ტერიტორიის დათვალიერებას და საჭიროების შემთხვევაში მიღებული იქნება ზომები", - განაცხადა ლევან ღირსიაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ სოფელ საყავრეს მიმდებარედ ხანძარი 22 აგვისტოს გაჩნდა. ცეცხლი ტყის ქვედა საფარზე და ეკალ-ბარდზე იყო გავრცელებული. ხანძრის ქრობის სამუშაოებში სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენები იყო ჩართული.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა