ყვარლის მუნიციპალიტეტეში, სადაც ხანძრის ლიკვიდაციას ცდილობენ, ვერტმფრენებმა დღეს სამუშაოები დაასრულეს

ყვარლის მუნიციპალიტეტეში, ვერტმფრენებმა დღეს ცეცხლის ქრობის სამუშაოები, დაასრულეს. თუმცა სტიქიის ზონაში კვლავ რჩება ცოცხალი ძალა. როგორც ადგილობრივი, ასევე თბილისიდან ჩასული 70- მდე მეხანძრე-მაშველი მთელი ღამის განმავლობაში ცეცხლის სალიკვიდაციო სამუშაოებს შეასრულებს.

ხვალ დილით გადაწყდება კვლავ გახდება თუ არა ავიაციის ჩართვა საჭირო.

შეგახსენებთ, რომ მესამე დღეა რაც ახალსოფლიდან 5 კილომეტრში ხანძარს ებრძვიან. სტიქიის ზონაში აქტიურად მუშაობდა სასაზღვრო პოლიციის სამი ვერტმფრენი. რთული რელიეფის გამო, ადგილამდე მძიმე ტექნიკა ვერ ახერხებს მისვლას, რის გამოც თავდაცვის სამინისტროს სახანძრო ტექნიკა შეიყვანეს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა