სოფელ ახალსოფლის ტყეში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები გრძელდება

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფლის ტყეში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები გრძელდება. ამ ეტაპზე ქრობის პროცესში ავიცია არ ჩართულა.

დაკვამლიანებამ იკლო და ცეცხლის ღია კერები აღარ არის.

როგორც საგანგებო შტაბში განაცხადეს, 80-მდე მეხანძრე-მაშველი მთელი ღამის განმავლობაში უწყვეტ რეჟიმში მუშაობდა. მიმდინარეობს ცალკეული კერების დამუშავება.

შეგახსენებთ, მეოთხე დღეა, რაც სოფელ ახალსოფლიდან 5 კილომეტრში ხანძარს ებრძვიან.

რთული რელიეფის გამო გუშინ სტიქიის ზონაში თავდაცვის სამინისტროს სახანძრო ტექნიკა შეიყვანეს.

იხილეთ ვიდეო: სოფელ ახალსოფლის ტყეში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები გრძელდება

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო