ხელვაჩაურში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 40 წლამდე მამაკაცი მძიმედ დაშავადა, რომელიც კლინიკაში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.
არსებული ინფორმაციით, მამაკაცი ხელვაჩაურში ცენტრალურ საავტომობილო გზაზე ქვეითად გადაადგილდებოდა, როდესაც მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა.
ადგილზე სამართალდამცავები იყვნენ მობილიზებული. ფაქტზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება "სისხლის სამართლის კოდექსის" 276-ე მუხლით დაიწყო, რაც სატრანსპორტო მოძრაობისას წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.