მარიამ ქვრივიშვილმა იმერეთში კერძო სექტორის წარმომადგენლებს საქმიანი ტურიზმის პოტენციალი და დაგეგმილი აქტივობები გააცნო

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ იმერეთში არსებული ტურისტული სააგენტოების, განთავსებისა და კვების ობიექტების თანამშრომლებს, ტურიზმის სტრატეგია, სამოქმედო გეგმა და რეგიონში დაგეგმილი პროექტები გააცნო, - ამის შესახებ ,,ინტერპრესნიუსს’’ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციიდან აცნობეს.

იმერეთში საქმიანი ტურიზმის განვითარების პოტენციალს, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საკონვენციო ბიუროს 20-მდე წამყვანი კომპანიის წარმომადგენელი გაეცნო.

,,ქუთაისსა და წყალტუბოში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საკონვენციო და საგამოფენო ბიურომ რეგიონში საქმიანი ტურიზმის ცნობადობის ამაღლების მიზნით , შეხვედრები გამართა, სადაც საკონვენციო ბიუროს წევრი წამყვანი კომპანიების თანამშრომლებმა იმერეთის მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს გამოცდილება გაუზიარეს’’, - ნათქვამია ინფორმაციაში.

„ჩვენ შეხვედრაზე წარმოვადგინეთ ტურიზმის სტრატეგია 2025 წლამდე, ასევე, წყალტუბოსა და ქუთაისში დაგეგმილი და უკვე განხორციელებული აქტივობები. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისთვის პრიორიტეტულია რეგიონებში კერძო სექტორთან მჭიდრო თანამშრომლობა, მოსახლეობის დასაქმება და ბიზნესის განვითარებისათვის შესაძლებლობის მიცემა“, -განაცხადა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მარიამ ქვრივიშვილმა.

ამასთან, შეხვედრას იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული, გუბერნატორი ზვიად შალამბერიძე და ქუთაისის მერი დაესწრნენ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა