თორნიკე რიჟვაძე ხელვაჩაურის მცხოვრებლებს შეხვდა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს. რეგიონის პირველი პირი მინისტრებთან და ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელებთან ერთად ახალსოფლისა და თხილნარის მოსახლეობას შეხვდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ აჭარის მთავრობიდან აცნობეს, ახალსოფელში, ბაგა-ბაღისა და საბავშვო ბაღის გაფართოების საკითხი დაისვა. მოსახლეობამ, ასევე მოითხოვა რამდენიმე მიმართულებით შიდა გზების მოწყობა-რეაბილიტაცია. მახოელებმა რეგიონის ხელმძღვანელობას სოფლის ცენტრის კეთილმოწყობა და ახალგაზრდული ცენტრის გაკეთების თხოვნით მიმართეს. ასევე დასვეს გაზიფიცირების საკითხი. მოსახლეობამ თორნიკე რიჟვაძისაგან პრობლემების მოგვარების პირობა მიიღო და თითოეულ მათგანს გულახდილობისთვის მადლობა გადაუხადა. მინისტრებმა მოსახლეობას დეტალურად გააცნეს ჯანდაცვის, განათლებისა და სოფლის მეურნეობის პროგრამებით გათვალისწინებული სიახლეები.

„ჩვენ მზად ვართ გემსახუროთ თქვენ. აუცილებელია თქვენი მოსმენა, თქვენი გადაუდებელი საკითხების მოგვარება. ჩვენ გვინდა გავაკეთოთ მაქსიმუმი, რომ თქვენი ცხოვრება გახდეს უკეთესი. ინფრასტრუქტურა იყოს კარგი და სოციალური პაკეტი გაუმჯობესებული. მომავალი წლის ბიუჯეტში უნდა მოხდეს ყველაფრის გათვალისწინება, რომ შევძლოთ არსებული პრობლემების გადაჭრა, ახალი ინფრასტრუქტურული პროექტების დაგეგმვა და დასრულება მომავალი წლისთვის. ჩვენი ამოცანაა, პრაქტიკულად, 2020-21 წლებში აჭარაში არ გვქონდეს არცერთი დასახლებული პუნქტი, სადაც მოუწესრიგებელი იქნება მისასვლელი გზა, წყალმომარაგება და ინფრასტრუქტურა”, - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ მოსახლეობასთან შეხვედრისას.

მათივე ინფორმაციით, შეხვედრები რეგულარულად გაიმართება აჭარის ყველა მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სოფლებში. თითოეული მსგავსი შეხვედრის მიზანია რეგიონის მომავალი წლის ბიუჯეტის ხალხის მოთხოვნებისა და საჭიროებების გათვალისწინებით დაგეგმვა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - გზის ბოლოს ჩიხია... ევროკავშირის სანქციები იუველირული სიზუსტით უნდა იყოს აწონილი და სნაიპერული სიზუსტით განხორციელებული ხელისუფლების და არა ქართველი ხალხის დასასჯელად
ქართული პრესის მიმოხილვა 21.07.2025
რა უპირატესობები აქვს „სამსუნგის“ ოფიციალურ ჰოლოგრამას?