ახალსოფელში ხანძრის სალიკვიდაციო პროცესში თავდაცვის სამინისტროს ტექნიკაც მონაწილეობს

ყვარლის მუნიციპალიტეტის ახალსოფლის ტყეში ხანძარი ლოკალიზებულია და სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს, რთული რელიეფის გამო, ხანძრის ქრობის პროცესში თავდაცვის სამინისტროს მუხლუხოიანი სახანძრო ტექნიკაც მონაწილეობს, რომელიც წყლით უზრუნველყოფას ახდენს.

მსუბუქად შეჯავშნული ცეცხლმაქრი საქართველოს თავდაცვის ძალების რესურსებით, შეიარაღებისა და ტექნიკის სარემონტო ბაზის პირადი შემადგენლობის მიერ შეიქმნა. სახანძრო ტექნიკა 3 ტონიანი წყლის ავზით, წყლის გამტყორცნ-გამფრქვევი მოწყობილობით, საბულდოზერო მოწყობილობით, შემავსებელი გადასატანი მოტო-ტუმბოთი და კავშირგაბმულობის სისტემითაა აღჭურვილი.

სოფელ ახალსოფლის ტყეში ცეცხლი ხეებს და ხმელ ბალახს 23 აგვისტოს გაუჩნდა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო